ფსიქონევროლოგია ფოტოთერაპია (მკურნალობა ფოტოსურათებით) (+ ულამაზესი ფოტოები) 2016, 18 ოქტომბერი, 13:51 ფოტოთერაპიის მეთოდი (მკურნალობა ფოტოსურათებით) – ფართო სფეროა, რომელმაც თავისი ადგილი ფსიქოლოგიაშიც იპოვა. ფსიქოლოგიაში ეს მიმართულება დეპრესიის და შიშების სამკურნალოდ, ოჯახური ურთიეთობების მოსაგვარებლად და რიგი პრობლემების დროს გამოიყენება. ის რომ ფოტოსურათებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია – აღიარებული ფაქტი არის და ამიტომ, ადამიანზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი რესურსია. სურათზე დახედვისას, ადამიანებს შეხვედრები, ახლობლები და მეგობრები ახსენდებათ. დიდი ხნის წინ იქცა ტრადიციად, რომ დიდი ხნით დაშორების შემთხვევაში, თან მიაქვთ თავიაანთი ახლობლების სურათები. სემინარებზე ფსიქოლოგები როგორც პაციენტების მიტანილ ფოტოებს, ისე ბუნების ფოტოსურათებს, ფოტო-კოლაჟებს და უბრალოდ ლამაზ სურათებს იყენებენ, რომლებიც დადებით ემოციებს იწვევს ადამიანებში. პირადი და ოჯახური ფოტოსურათები პაციენტების ახლობლებთან დამოკიდებულების და ურთიერთობის გარკვევისთვის არის საჭირო, ხოლო ფლორის, ფაუნის, ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობის და პოზიტიური ფოტოსურათები, რომლებიც ადამიანის გულს ათბობს – ექიმთან დახმარებისთვის მისული პაციენტის, დეპრესის და შიშის დაძლევისთვის გამოიყენება. 613 12-ს მოსწონს
|