ვაიმარის რესპუბლიკაში პირველი მსოფლიო ომის შემდგომ კულტურა აყავავებული იყო მასში მიმდინარე მოვლენებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა გერმანულ კინოზე. თუმცა მისი დიდების ხანა 1933 წლამდე გაგრძელდა. 30იან წლებში სხვადასხვა პარტიები ცდილობნენ ხელისუფლებაში მოსვლას, რომელთაგან განსაკუთრებით აქტიურობდნენ ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია, რომლის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი იყო. ხშირად ყოფილა შემთხვევები რომ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ქუჩაში გადასულა და მსხვერპლითაც დამთავრებულა.
როდესაც ამერიკული პაციფისტური კინოსურათის „დასავლეთის ფრონტზე სიმშვიდეას“ პრემიერა მიმდინარეობდა გერმანიაში, ნაცისტებმა ჩაშალეს ჩვენება და ფილმს არაპატრიოტული და ებრაული უწოდეს. მეორე ჩვენებაზე ნაცისტებმა იყიდეს ბილეთების უმეტესობა, პატარა ბომბი ააფეთქეს და თეთრი თაგვებიც გაუშვეს. ეს ჩვენებაც ჩაიშალა და ხელისუფლებამ დამნაშავეების დასჯის ნაცვლად, თვითონ ფილმი აკრძალა.
ვაიმარის რესპუბლიკაში სოციალ-დემოკრატები და კომუნისტები შეეცადნენ დაემკვიდრებინათ ალტერნატიული კულტურული ქსელი საკუთარი ლიტერატურით, თეატრით, კინოთი და სხვა. სწორედ ამის მაგალითია მათი დაკვეთით შექმნილი მწვავე სოციალურ-პოლიტიკური ფილმები, რომლებიც ააშკარავებდნენ მიმდინარე კლასობრივ დაპირისპირებას, ააშკარავებდნენ ხელისუფლების უნათო პოლიტიკას. ამ ფილმებიდან ორი დასამხსოვრებელი ფილმია - „ბერლინი, ალექსანდრეს მოედანი“(რეჟ. პილ იუტცი) და „ კულე ვამპე, ანუ ვინ ფლობს მსოფლიოს“ (რეჟ. ზლატან დუდოვი)
1933 წელს ჰიტლერი ხდება გერმანიის კანცლერი, რამაც საბოლოო წერტილი დაუსვა „ვაიმარის კულტურას“, რომლის მოღვაწეთა უმეტესობა ქვეყნიდან გაიქცა. კინომატოგრაფისტებს კი შეჰპირდნენ რომ კინოპოლიტიკას გადახედავდნენ და უმტკივნეულო რეფორმებს ჩაატარებდნენ. გერმანული კინოსადმი უკმაყოფილება გამოთქვა გიობელსმა და ფავორიტ ფილმებად უცხოურლი ფილმები დაასახლეა. მათ შორის „ჯავსნოსანი პოტიომკინიც“,
თუმცა, ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც ამას გიობელსი ამბობდა. კინოში მუშაობისათვის მთავარ პირობად იქცა გერმანული მოქალაქეობა და წარმოშობა. კინოინდუსტრიაში კი 90% ებრაელები იყვნენ. ასევე მემარცხენე შეხედულების რეჟისორებიც დაითხოვეს მათთან ერთად და უბრალო მუშაკებიც. ზოგიერთი გაიქცაა და ვინც ვერ გაიქცა საკონცენტრაციო ბანაკს ვერ გადაურჩა.