კინო პოპულარული ფრანგული კინოჟურნალები 2016, 17 ოქტომბერი, 1:30 1952 წელს ლიონში დაარსდა კინოჟურნალი „პოზიტიფი“. მისმა დამფუძნებლებმა იმთავითვე დაისახეს მიზნად რომ ლიდერის პოზიცია დაეკავათ ფრანგულ კინოპრესაში. ორი წლის შემდგომ კი რედაქცია პარიზში გადავიდა სამუშაოდ და გამაოგნებელი ენერგიით შეუდგა სამუშაოს. მემარცხენე იდეების გამტარებელი ჟურნალი „პოზიტიფი“ თავგამოდებით ებრძოდა იმ ადგილობრივ ჟურნალებს, სადაც გარკვეული სიმპათიები გაომიხატებოდა ჰოლივუდის მიმართ. მასში იბეჭდებოდა წერილები არა მხოლოდ კინოზე, არამედ პოლიტიკაზეც და სხვ. ჟურნალი დიდი ყუარდღებით ადევნებდა თვალს ლათინური ამერიკის ქვეყნების კინემატოგრაფიას, როგორც ჰოლივუდის „კულტურული კოლონიზმის“ 16 1-ს მოსწონს
|