
1. მუქი ფერის კოლგოტები ფეხებს აგრძელებს, ხოლო ღია, პირიქით – ამოკლებს.
2. აჟურული კოლგოტები მხოლოდ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე გამოიყურება კარგად.


3. იაფიან, უხარისხო კოლგოტებს სქელი ნაკერები აქვს, რომლებსაც შეუძლია სხეულის ნაწილების გადახეხვა და სამოსის ქვემოდან გამოჩენა. ამოირჩიეთ კოლგოტები ბრტყელი ნაკერით ან საერთოდ, ნაკერის გარეშე. მაშინ, მის ჩაცმას შეძლებთ ყველაზე თხელი კაბის ქვეშაც კი.
4. თხელი კოლგოტები უკანა მხარეს სიგრძივი ნაკერით, ხაზს უსვამს ფეხის ფორმას – ამიტომ ამ სტილის კოლგოტები მხოლოდ მან უნდა ჩაიცვს, ვისაც იდეალურად სწორი ფეხები აქვს.

5. ზაფხულის ღია ფეხსაცმელი საერთოდ გამორიცხავს კოლგოტის ჩაცმას!
6. დიდი პრინტი წვივზე – ვიზუალურად, მსხვილს ხდის ფეხს.

7. სქელი პრიალა და სქელი კოლგოტები მეტისმეტად მკაცრად გამოიყურება და ის არ უნდა ჩაიცვან ახალგაზრდა ქალბატონებმა და გოგონებმა. რაც შეეხებათ ამ უკანასკნელებს, მათ მსგავსი ტიპის კოლგოტები შეუძლიათ იმ შემთხვევაში ჩაიცვან, თუ ფერადია. მაგრამ, აქაც სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო – კოლგოტის ფერისთვის კაბის ფერის შეხამება ადვილი არ არის.

8. ლიკრის (Lycra) მაქსიმალური რაოდენობა კოლგოტში — 30 % შეიძლება იყოს. თუ შეფუთვაზე უფრო მეტი პროცენტია ნაჩვენები, თქვენს წინაშე გაყალბებული საქონლის ნიმუშია. ნუ აურევთ ლიკრას დენში (DEN! – კოლგოტის სისქე). ლიკრა ანუ ელასტანი, სპეციალური დანამატი არის, რომლიც კოლგოტს ელასტიურს ხდის, პირვანდელ ფორმას უნარჩუნებს და ბზინვარებას სძენს. სწორედ ამ ნივთიერების დამსახურებაა, რომ კოლგოტი ყოველთვის მჭიდროდ არის სხეულზე მომდგარი.

9. კოლგოტების ბრენდების განმასხვავებელი ნიშანი სასიამოვნო სურნელი არის, რომლის გაყალბება, ფაქტიურად, შეუძლებელია.
10. რეკომენდირებულია კოლგოტების ხელით რეცხვა. ამასთან, წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 გრადუსს. ასეთი მოვლის შემთხვევაში, კოლგოტი ძალიან დიდ ხანს გემსახურებათ.
