პოლიტიკა გვატემალაში ქალაქის მერი მოსახლეობამ ცოცხლად დაწვა 2016, 15 ოქტომბერი, 9:56 ![]() ბასილიო ხურაკანი(Basilio Juracan) მას შემდეგ გარდაიცვალა, როდესაც მას მოსახლეობა ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ცოცხლად დაწვა. როგორც ცნობილი გახდა ხურაკანი მისმა კონკურენტმა ლორენცო სეკეკმა(Lorenzo Sequec), არჩევნების გაყალბებაში და დაუმსახურებლად გამარჯვებაში დაადანაშაულა. კვირას 11 ოქტომბერს სეკეკის მანქანა დაცხრილეს. თავდასხმის დროს დაიღუპა მისი 17 წლის ქალიშვილი და 16 წლის დისშვილი, თავად პოლიტიკოსი და მისი ოთხი ნათესავი კი მძიმედ დაშავდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსზე თავდასხმაში თავად მერიც მონაწილეობდა. ![]() ფოტოზე:ლორენცო სეკეკის მანქანა თავდასხმის შემდეგ. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ მერი სახლიდან ძალდატანებით გამოიყვანა და სცემა. შემდეგ ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ჰურაკანი ძლიერი დამწვრობისგან შედეგად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ვაჟი კი, რომელიც დანით დაჭრეს, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ![]() 435 6-ს მოსწონს 1-ს არა
|