x
image
მადამ ფისუნია
„ფრანგული ხარისხის“ ფილმები

image50-იანი წლების ფრანგულ კინოში წინ წამოიწია ახალმა პოლიტიკამ, რომელიც მოიცავდა „ფილმ დ’არისაკენ“, ანუ სუფთა ფრანგული კინოპროდუქციისაკენ ერთგარ დაბრუნებას. ასეთ ფილმებს „ფრანგული ხარისხის“ ფილმებს ეძახდნენ. ამ მხრივ იღებდნენ ძვირადღირებულ ფულმებს: ეკრანიზაციებს და ისტორიულ დრამებს, სადაც ძალიან ცნობილ მსახიობებს ათამაშებდნენ. მათგან აღსანიშნავია „წითელი სასტუმრო“ ონოდე დე ბალზაკის რომანის მიხედვით.
რაც მთავარია მაყურებელს ძალიან მოსწონდა „ფრანგული ხარისხის“ ფილმები, ამიტომაც ეროვნული კინოს წამყვანი ძალები, ხშირად დებიუტანტებიც, სიამოვნებით აკეთებდნენ „ფრანგული ხარისხის“ ფილმებს. მაფალითად რენე კლერის „ღამის ლამაზმანები“, თუმცა განსაკუთრებული აღიარება წილად ხვდა ჟაკ ბეკერის „ოქროს მუზარადი“, რომელიც ე.წ. „სასიყვარულო სამკუთხედი“ იყო. მასში აღწერილი იყო რეალური ამბავი. თუმცა ფრანგულმა კრიტიკამ მას ნაკლები ყურადღება მიაქცია, სამაგიეროდ უცხოურმა კრიიტკამ პრიზებითა და ქება-დიდებით აავსო. ზოგმა „რომეო და ჟულიეტას“ თანამედროვე ვარიანტადაც კი აღიქვა.

0
36
3-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0