x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
რა მოხდება თუ ადამიანი სიგარეტს თავს დაანებებს
image თამბაქო არის ერთი და მრავალწლოვანი მცენარე, გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახი. ამერიკასა და ავსტრალიაში გავრცელებულია სამოცზე მეტი სახეობა, კულტივირებულია ორი სახეობა. დეკორატიულ მებაღეობაში თამბაქოს ისეთ სახეობას იყენებენ, რომლებსაც დიდი ფოთლები და ყვავილები აქვს, მოსაწევი თამბაქო მრავალწლოვანია და მოჰყავთ, როგორც ერთწლოვანი. აქვს მწვანე, მომრგვალო 2.5 მეტრამდე სიმაღლის ღერო. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მჯდომარე ან ყუნწიანი, ფირფიტა ოვალური, მომრგვალო ან ელიფსურია. ფერად მწვანე, იშვიათად მოყვითალო, ყვავილები ხუთ წევრიანი ვარდისფერი, წითელი ან თეთრია. შეკრებილია ციმოზური ტიპის ყვავილებად მთავარ ღეროსა და გვერდთ კენწეროებზე. ნაყოფში დიდი რაოდენობით არის, წვრილი მუქი ყავისფერი თესლი. მისი 1000 თესლი 60-80 კგ-ს იწონის. თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა, ევროპაში:ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი გერმანია და იტალია. ამერიკიდან შემოიტანეს მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს. პირველად მოაშენეს დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ. რუსეთში თამბაქო გავრცელდა მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, საქართველოში თამბაქო მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს შემოიტანეს, იგი იყო დაბალი ხარისხის, მაღალი ხარისხის საპაპიროსე თამბაქო ჩვენში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ აჭარასი და ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში კერძოდ:მარნეულში, ბოლნისში, ყვარელში, ლაგოდეხში და სხვა.

image რა მოხდება თუ ადამიანი სიგარეტს თავს დაანებებს?


ადამიანი თავს დაანებებს თუ არა სიგაერეტის მოწევას, მაშინვე იწყება ორგანიზმის გაწმენდის პროცესი. 20 წუთის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში პულსი და წნევა რეგულირდება. 8 საათის შემდეგ სისხლში ნიკოტინის და მხუთავი აირის რაოდენობა ნახევრდება ჟანგბადის რაოდენობა კი ნორმალურ ზღვარზე დავა. 24 საათის შემდეგ მთლიანად იწმინდება ორგანიზმი მხუთავი აირისაგან და ფილტვები გასუფთავებას იწვევს. 48 საათის შემდეგ ორგანიზმში ნიკოტინი საერთოდ აღარ რჩება. აღდგენას იწყებს გემოს მგრძნობელობა და ყნოსვა. 72 საათის შემდეგ სუნთქვა თავისუფალი ხდება, ბრონქები დუნდება და ორგანიზმში ენერგია იმატებს. 10-12 კვირის შემდეგ ფიზიკური დატვირთვა გაცილებით იოლი ასატანი ხდება. 9 თვის შემდეგ ქრება სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები და ხველა. ერთი წლის შემდეგ გულის შეტევის რისკი 50%-ით მცირდება. 10 წლის შემდეგ კიბოს გაჩენის რისკი 50%-ით მცირდება.

image





წყარო:"Ell Channel"

ვიდეო:


5
5069
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
5069
  
2017, 3 მაისი, 13:23
მესამე დღეა აღარ ვეწევი და მაგრად ვგრძნობ თავს..მთავარი კოზირი ისაა, რომ საერთოდ არ ვფიქრობ სიგარეტის არსებობაზე და არც მინდება..ყველას გისრუვებთ, ვისაც დაებება გინდათ, დაგემარცხებინოთ ეგ სისუსტე!
2017, 6 თებერვალი, 17:47
სიგარეტის გადაგდების მცდელობა - ტირში სროლა კი არ არის, რომ თუ ვერ მოარტყამთ, კიდევ სცადოთ. სიგარეტი უნდა გადააგდოთ ერთხელ და სამუდამოდ! იმდენად დიდია სიგარეტით გამოწვეული ზიანი, რომ მისი მოშორების გულისთვის "ლომკების" გაძლება ღირს! ათასი საშუალებაა სიამოვნების მისაღებად და არ ღირს მკვლელ-სიგარეტზე ჩაციკლება. სუფრაზე, ჯანმრთელობის სადღეგრძელო ვერ გიშველით. სიგარეტი უნდა გადააგდოთ და იცხოვროთ მის გარეშე.
2016, 31 ოქტომბერი, 10:32
მეც უნდა ვცადო რა , არადა თითქოს სუსტი ნებიყოფა არა მაქ მაგრამ რო ვთქვა თავს ვანებებთქო და ხელი წამცდეს ჩემი თავის უნდა შემრცხვეს :-(
2016, 14 ოქტომბერი, 12:02
კიდევ უნდა სცადო.
2016, 14 ოქტომბერი, 11:16
ერთხელ ვცადე და არაფერი გამოვიდა
0 1 5