სიახლეები რა მოხდება თუ ადამიანი სიგარეტს თავს დაანებებს 2016, 14 ოქტომბერი, 10:59 თამბაქო არის ერთი და მრავალწლოვანი მცენარე, გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახი. ამერიკასა და ავსტრალიაში გავრცელებულია სამოცზე მეტი სახეობა, კულტივირებულია ორი სახეობა. დეკორატიულ მებაღეობაში თამბაქოს ისეთ სახეობას იყენებენ, რომლებსაც დიდი ფოთლები და ყვავილები აქვს, მოსაწევი თამბაქო მრავალწლოვანია და მოჰყავთ, როგორც ერთწლოვანი. აქვს მწვანე, მომრგვალო 2.5 მეტრამდე სიმაღლის ღერო. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მჯდომარე ან ყუნწიანი, ფირფიტა ოვალური, მომრგვალო ან ელიფსურია. ფერად მწვანე, იშვიათად მოყვითალო, ყვავილები ხუთ წევრიანი ვარდისფერი, წითელი ან თეთრია. შეკრებილია ციმოზური ტიპის ყვავილებად მთავარ ღეროსა და გვერდთ კენწეროებზე. ნაყოფში დიდი რაოდენობით არის, წვრილი მუქი ყავისფერი თესლი. მისი 1000 თესლი 60-80 კგ-ს იწონის. თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა, ევროპაში:ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი გერმანია და იტალია. ამერიკიდან შემოიტანეს მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს. პირველად მოაშენეს დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ. რუსეთში თამბაქო გავრცელდა მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, საქართველოში თამბაქო მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს შემოიტანეს, იგი იყო დაბალი ხარისხის, მაღალი ხარისხის საპაპიროსე თამბაქო ჩვენში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ აჭარასი და ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში კერძოდ:მარნეულში, ბოლნისში, ყვარელში, ლაგოდეხში და სხვა.
რა მოხდება თუ ადამიანი სიგარეტს თავს დაანებებს?
ადამიანი თავს დაანებებს თუ არა სიგაერეტის მოწევას, მაშინვე იწყება ორგანიზმის გაწმენდის პროცესი. 20 წუთის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში პულსი და წნევა რეგულირდება. 8 საათის შემდეგ სისხლში ნიკოტინის და მხუთავი აირის რაოდენობა ნახევრდება ჟანგბადის რაოდენობა კი ნორმალურ ზღვარზე დავა. 24 საათის შემდეგ მთლიანად იწმინდება ორგანიზმი მხუთავი აირისაგან და ფილტვები გასუფთავებას იწვევს. 48 საათის შემდეგ ორგანიზმში ნიკოტინი საერთოდ აღარ რჩება. აღდგენას იწყებს გემოს მგრძნობელობა და ყნოსვა. 72 საათის შემდეგ სუნთქვა თავისუფალი ხდება, ბრონქები დუნდება და ორგანიზმში ენერგია იმატებს. 10-12 კვირის შემდეგ ფიზიკური დატვირთვა გაცილებით იოლი ასატანი ხდება. 9 თვის შემდეგ ქრება სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები და ხველა. ერთი წლის შემდეგ გულის შეტევის რისკი 50%-ით მცირდება. 10 წლის შემდეგ კიბოს გაჩენის რისკი 50%-ით მცირდება. წყარო:"Ell Channel" ვიდეო: 5069 7-ს მოსწონს
|