სკოლის მასწავლებელმა პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა...
![სკოლის მასწავლებელმა პროფესიის
შეცვლა გადაწყვიტა... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201610/2016101121193773439.jpg)
ცირკის დირექტორთან ქალი მივიდა — დაბალი, გამხდარი, სათვალიანი — ისეთი ნაზი და მსუბუქი, ბაბუაწვერა გეგონებოდათ და ეუბნება მას:
— ვეფხვების მომთვინიერებლად მინდა თქვენთან მუშაობა!
დირექტომა კარგად შეათვალიერა ქალბატონი. ღიმილი ძლივს შეიკავა და უთხრა:
— მაშ, ასე. ხედავთ აი იქ – და გალიისკე მიუთითა – ვეფხვებმა სულ გაიგიჟეს თავი. წადით და დაამშვიდეთ.
ქალი მშვიდად შევიდა გალიაში და ისე დაიკივლა, რომ იქაურობა გააყრუა:
— აბა, პირუტყვებო, დაწყნარდით!!!
ვეფხვები, მოულოდნელობისგან, სადაც იდგნენ, იქვე ჩამოსხდნენ. ერთმა ჩაისველა კიდეც. გაოცებულმა დირექტორმა ქალს ჰკითხა:
— თქვენ წინა სამუშაოზეც ასე…?
— დიახ, მაგრამ კიდევ რაღაცას ვამატებდი.
— და ეს რა იყო?
— …, მეშვიდე «ბ»…