x
image
მადამ ფისუნია
ლუკინო ვისკონტი

image1936 წელს ჟან რენუარმა გადაიღო ფილმი „ქალაქგარეთ გასეირნება“ და ასისტენტებად აიყვანა შემდგომში ცნობილი რეჟისორები: ლუკინო ვისკონტი, ჟაკ ბეკერი და ივ ალეგრე.
1938 წელს ვიტორიო მუსოლინიმ ჟურნალი „ჩინემაში“ მოუყარა თავი ნიჭიერ ახალზრდობას მათ შორი ვისკონტისაც.
1943 წელს მან გადაიღო ფილმი „ცდუნება“ ჯეიმზ ქეინის რომანის „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“ მიხედვით. კრიტიკოსმა ანტონიო პეტრანჯელიმ „ცდუნების“ განხილვისას პირველად იხმარა ტერმინი ნეორეალიზმი რაც დაერქვა იმ ახალ მხატვრულ მიმდინარეობას კინოში. ზოგიერთი მკვლევარი თვლის რომ ვისკონტის ეს ნამუშევარი არის პირველი ნეორეალისტური კინოსურათი, რასაც არასოდეს ეთანხმებოდა რეჟისორი.
ლუკინო ვისკონტის ძალიან გაუგრძელდა მორიგი ნამუშევრის „მიწა ცახცახებს“ გადაღება. ეს ფილმი დაჯდა 120 მილიონი ლირა, ვისკონტიმ 2 თვის ნაცვლად 7 თვე დაჰყო სიცილიაზე. ეს იყო ჯოვანი ვერგას ერთ-ერთი პიესის თავისუფალი ადაპტაცია. ყველა პერსონაჟი განასახიერეს აჩი ტრეძას მცხოვრებლებმა, რომლებიც ლაპარაკობდნენ მათივე სოლის დიალექტზე. კინოეკრანებზე გასულმა ულმმა მხოლოდ 35 მილიონი ლირა მოიგო. კრიტიკას ფლმი არ მოეწონა და ჩათვალეს ყველაზე წარუმატებელ ნეორეალისტურ ფილმად.
ლუკინო ვისკონტი ოცნებობდა რომ რომელიმე კინოპროექტზე მიეწვია ანა მანიანი, მალევე მიეცა ოცნების ახდენის საშუალება როცა გადაიღო „ულამაზესი“:. ეს ფილმი მიუძღვნა ადამიანებს, ვინც ცდილობს განსხვავებული გზით გაექცეს სიღარიბეს. მანიანიმ ბრწყინვალედ განასახიერა როლი რომაელი დედისა, რომლის მიზანია თავის პატარა გოგონას გაამარჯვებინოს ერთ-ერთ კონკურსში.
ლუკინო ვისკონტიმ გადაიღო ისტორიული მელოდრმამა „გრძნობა“, რაშიც უნდოდა მიეწვია ინგრიდ ბერგმანი და მარლონ ბრანდო, მაგრამ ვერ მოახერხა, ამიტომ ალიდა ვალი და ფარლი გრეინჯერი ათამაშა მთავარ როლებში. ეს იყო კამილო ბოიტოს ნოველის ეკრანიზაცია. კინოცენზურის ჩარევის შედეგად შეიცვალა კინოსურათის ფინალური ეპიზოდი, ხოლო აშშ-ში გასატანი ვერსია 23 წუთით შემცირდა. ამ ილმმა კომერციული წარმატება ვერ ნახა.
შიდა მიგრაციის პრობლემა იყო ფილმის „როკო და მისი ძმები“ მთავარი თეემა. ეს სოციალურ-სიქოლოგიური დრამა ტრადიციისა და თანამედროვეობის მკვეთრი დაპირისპირებაა, რომლის თხრობის ორიგინალურდა და ლამაზ ორმას ჩინებულად ერწყმის ჯუზეპე როტუნოს ოპერატიული ნამუშევარი. ეს ფილმი აითვალწუნა კინოცენზურამ, მაგრამ მაყურებელმა და კრიტიკამ კარგად მიიღო და გულწრფელად შეიყვარა. ამას მოჰყვა სხვადასხვა რანგის პრიზებიცა და კომერციული მოგებაჩ.
ისტორიულ მელოდრამაზე ღიად ფოკუსირებული პროგრესული ჰუმანიზმია გადმოცემული კინოსურათში „ლეოპარდი“ რომლის რეჟისორისათვის ლუკინო ვისკონტიმ მოიპოვა კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტო. თავადაც დიდგვაროვანი ოჯახის შთამომავალი ვისკონტი ყოველთვის იყო დაინტერესებული წინაპრების ყოით, პრობლემებით, ამიტომაც გამოიკვლია მან ამ ილმში ძველი არსიტოკრატიის დაცემის თემა კომ[პოზიტორ ნინო როტას უზადპ მუსიკის თანხლებიტ. ეპიკური ჟღერადობისს „ლეოპარდი“ კრიტიკოსებმა მასშტაბებითა და დეტალებით გახმაურებული ისტორიული კინოსურათების გვერდით დააყენეს.
ლუკინო ვისკონტის „გერმანული ტრილოგიის“ პირველი ფილმი „ღმერთების დაღუპვა“მიუძღვნა ისტორიის იმ დროს როდესაც გერმანიაში მყარდებოდა ნაცისტური რეჟიმი. ავტორმა „ოიდიპოს მეფის“ და „ჰამლეტის“ მოტივების მოშველებით დადგა ამღელვებელი სოციალურ-სიქოლოგიური დრამა სამრეწველო არისტოკრატიის ცხოვრებიდან. კინოსურათს არნახული წარმატება ხვდა წილად ევროპაში. მას „მონუმენტური ეკრანული ფრესკა“ უწოდეს, ხოლო ვისკონტის როგორც გენიოს შემოქმედს ქება-დიდება შეასხეს.

0
210
3-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0