კინო განგსტერული ფილმები აშშ-ში 30-იან წლებში 2016, 11 ოქტომბერი, 1:22 30-იან წლებში მომრავლდა განგსტერული ანუ კრიმინალური ფილმები, რომელშიც გადმოცემული სიუუჟეტები მოსახლეობას დიდ ნაწილში აღშფოთებას იწვევდა. რამდენიმეჯერ დაისვა მათი აკრძალვის საკითხი. მიმდინარეობდა განგსტერული ფილმების სცენარების საგულდაგულო გადამოწმება, კინომეწარმემებს მოუწოდებდნენ ამ თუ იმ კინოსურათის შესავალშივე მიენიშნებინათ რომ მისი მთავარი გმირი ან გმირები იყვნენ არამზადები, მკვლელები, რომელთაც საბოლოოდ ელოდათ დაღუპვა და ამდენად არც შეიძლებოდა მათი მიბაძვა. თავის დაზღვევის მიზნით ჰოლივუდმა გაითვალისწინა ეს მოწოდებები და ზოგ შემთხვევაში წაუმძღვარა ფილმებს მსგავსი ტექსტი. 123 2-ს მოსწონს
|