„თეთრი შეიხი“, რომელიც თავდაპირველად უნდა გადაეღო მიქელანჯელო ანტონიონის, მაგრამ ფედერიკო ელინისა და ტულიო პინელის კინოსცენარის გაცნობის შემდეგ მან უარი განაცხადა რეჟისორობაზე და საბოლოოდ ახალგაზრდა ფელინი დანიშნეს რეჟისორად. გააკეთა ირონიული ილმი, რომლის პრემიერა შედგა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე. კრიტიკა ილმს ცივას შეხვდა. მიუხედავად ასმისა „თეთრი შეიხი“ სპეციალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა, მასში საუცსოოდ ითამაშა ალბერტო სონდიმ, ასევე აღსანიშნავია ჯილიეტო მაზინას მიერ განსახიერებული მეძავი სახელად კაბირია, რომელსაც ფელინიმ ახლო მომავალში ცალკე ფილმი მიუძღვნა.
ადამიანის მარტოსულობის პრობლემას შეეხო ფედერიკო ფელინის ილმში „გზა“. ამ ფილოსოიურ იგავში მან ისევ გამოიყენა ავტობიოგრაფიული მომენტები და სენტიმენტალური პასაჯები. ნეორეალიზმის დამახასიათებელ თხრობას ორმითა და მასში ჩაპლინისეული ტრაგიკომიკური ელემენტების ჩართვით რეჟისორმა ბრწყინვალედ გადმოცა ცირკის მოხეტიალე მსახიობების რთული ცხოვრება და ნაღვლიანი შინაგანი სამყარო. „გზამ“ მსოფლიო აღიარება მოიპოვა რისი ნათელი დადასტურებაა ის პრესტიჟული ჯილდოებიც, მას რომ ერგო როგორც იტალიაში, ისე უცხოეთში. მათ შორის იყო „ოსკარიც“
ფედერიკო ფელინის რომანტიკული კინოსურათი „კაბირიას ღამეები“ აგრძელებდა იმ ძიებებს რაც რეჟისორმა დაიწყო წინა ნამუშევრებში მისი გმირი მოქცეულია ულმობელსა და სასტიკ სამყაროს, სადაც ამაოდ ეძებს სიყვარულს ჰუმანიზმს იმედს. თავდადპირველად ძალზე გაუჭირდა ამ კინოექტის დაფინანსება, რამეთუ არავის სურდა ჩაედო თანხა მეძავის შესახებ გააკეთებელ ფილმში. ბოლოს დინო დე ლაურენტისმა გარისკა და ფანტასტიკური შედეგიც მიიღო: „კაბირიას ღამეების“ დიდ კომერციულ მოგებას დაემატა საერთაშორისო დონის არაერთი პრიზი ჯულიეტა მაზინამ დაიმსახურა კანისა და სან სებასტიანის ფესტივალის ჯილდოები. ფილმს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის „ოსკარი“ ერგო და ა.შ.
60-იან წლებში ჩამოყალიბდა ლიდერთა ტრიო: ვისკონტი, ელინი, ანტონიონი.
ფედერიკო ფელინის მორიგი ანმუშევარი „8 1/2“ ეკრანებზე გასვლისთანავე კლასიკად იქცა. ფილმმა კიდევ ერთი ოსკარი და აგრეთვე ჯილდოები შესძინა ელინის კოლექციას.