x
image
მადამ ფისუნია
ჟან რენუარი

imageჟან რენუარი, რომელიც აცხადებდა, რომ იყო მთხრობელი და არა კინორეჟისორი, უკვე საკმაოდ მომწიფებული კინოხელოვანი გახდა. რენუარის :წყლიან გადარჩენილი ბუდუ“ კომიკური სიტუაციების ფონზე მძაფრად აჯკრიტიკებდა ბურჟუაზიული ცხოვრების წესს.
ჟან რენუარის „ქალბატონი ბოვარი“ ერრთ-ერთი გახმაურებული რომანის მიხედვით.
მარსელ პანიოლმა მარსელში მიიწვია ჟან რენუარი თავისი კომპანიის მორიგი პროექტის „ტონის“ გადასაღებად. რენუარმა უმეტესაად გამოიყენა არაპროესიონალი მსახიობები და გააკეთა ლამაზი და ტრაგიკული ფილმი, თუმცა ამ ფილმმა მოგება ვერ მოიპოვა.
ჟან რენუარმა მორიგ ნამუშევარში „ბაიდონ ლანჟის დანაშაულში“ სწორე „სახალხო ფრონტისადმი“ სიმპათია გამოხატა და აღწერა დაბალი ფენების ყოველდღიურობა, რაც მოწმობდა მის პოლიტიზაციას. ფილმი იყო კომედიისა და კრიმინალური დრამის ნაზავი. კომუნისტურმა პარტიამ გადაწყვიტა გადაეღო სააგიტაციო კინოსურატთი, რომელზეც იმუშავებდა არა ერთი არამედ რამდენიმე კინორეჟისორი, რომლის ლიდერად გაამწესეს ჟან რენუარი, მისი კანდიდატურა წამოაყენა მწერალმა და პოეტმა ლუი არაგონმა. თითოეულს რეჟისორს დაევალა ცალკეული ეპიზოდის გადაღება, ხოლო რენუარი საბოლოოდ შეაჯერებდა და დაამონტაჟებდა ფილმს. ასე გაკეთდა „ცხოვრება ჩვენია“, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამზადდა და კომუნისტურმა პარტიამ იგი შეძლებისდაგვარად ყველგან აჩვენა. პრემიერა შედგა პარიზის მუშათა რაიონის ერთ კინოთეატრში . კინოსურათსი აჩვენეს დრამატული ამბებიც, ბლომად კინოქრონიკაც, მუშათა გლეხხთა და ინტელიგენციის წარმომადგენლებიც და ამას მიაყოლეს ერთგვარი გართხილებაც ფაშიზმის მოსალოდნელ აღზევებისა და ევოოროპაში მისი გავრცელებისადმი. დაახლოებით ორი წელიწადი მოანდომა ჟანრენუარმა ეპიკური დრამის „მარსელიეზის“ შექმნად. რენუარი განსაკუთრებული გულისყურირით მოეკიდა ისტორიულ სინამდვილეს.
რენუარმა 10 კვირა მოანდომა გადაღებას. გაიწელა საფრანგეთის რევოლუციისა და ეროვნული ჰომნისადმი მიძღვნილი „მარსელიეზი“ გამოვიდა ისტორიულ პოლიტიკური ფილმი.
საბოლოო ჯამში „მარსელიეზი“ 10 მილიონი ფრანკი დაჯდა და მისი მხოლოდ მეათედი ამოიღო.
ჟან რენუარის „ძუკნა“ პოეტური რეალიზმის წინამორბედი კინოსურათად ითვლება. ის წარმოადგენდა წინააღმდეგობრივ დრამას, რომელშიც ხაზი გაუსვა ბედნიერების ილუზიას და მაყურებელს შოკი მოჰგვარა მწარე რეალობიტ.
პარიზის ისტორიულ უბანში მონმარტზე გადაღებული „ძუკნა“ განსაკუთრებით იმით გამოირჩეოდა, რომ მისი ყველა პერსონაჟი უარყოფითი იყო. ფილმი მაყურებელსა და კრიტიკას ძალიან მოეწონა. მთავარი როლი არაჩვეულებრივად განასახიერაა მიშელ სიმონმა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი მსახიობი იყო.
„ძუკნაში“ „ფილმ ნუარის“ ადრეული ნიშნეებიც გამოჩნდა. ის წარმატებით გავიდა უცხოურ კინოეკრანებზეც, მაგრამ ზოგ ქვეყანაში დროებით აიკრძალა. ხოლო აშშ-ში აკრძალვა 44 წელს გაგრძელდა. მიზეზი ყველგან ერთი და იგივე დასახელდა - ეროტიკული ქვეთემები, ქუჩური ენა და დაუსჯელი კრიმინალი ასახვა.
„რეჟისორი იღებს მხოლოდ ერთ კინოსურათს ცხოვრებაში. მერე ის ამსხვრევს მას ნაწილებად და ხელახლა აკეთებს“ ამბობდა რენუარი, რომელიც შეუდგა საინტერესო ილმის „ქალაქგარეთ გასეირნის“ გადაღებას. მას საფუძვლად დაედო გი დე მოპასანის პატარა მოთხრობა. იგი მიუძღვნა მამას სახელგანთქმულ ფრანგ მხატვარს პიერ ოგიუსტ რენუარს და ამასთანავე გადაღებაზე მიიწვია საკუთარი ოჯახის წევრები და მეგობრები. აღსანიშნავია, რომ მიის ასისტენტები იყვნენ შემდეგში ცნობილი რეჟისორები: ლუკინო ვისკონტი, ივ ალეგრე დაჟაკ ბეკერი. რენუარმა თავად დაწერა სცენარი და წინასწარ მოიფიქრა სა გადაეღო ფილმი - ეს იყო ადგილი სადაც მამამისს ჰქონდა სახლი. მიზეზთა გამო, გადაღებების პერიოდში მყოი პროექტის დაფინანსება შეწყდა და მხოლოდ 10 წლის შემდეგ მოხერხდა მისი ნაწილებისგამ მოკლემეტრაჟიანი კინოსურათის შეკოწიწება.
ჟან რენუარი იხსენებდა, რომ ყველაზე მეტად იწვალა მორიგი ფილმის „დიდი ილუზიას“ გადასაღებად, რადგამ სამი წელი დასჭირდა მისთვის დაფინანსების მოძებნას.
ადრე როდესაც ერთ-ერთ კინოსურათს იღებდა ის შემთხვევით შეხვდა ძველ ნაცნობს, ყოფილ ოფიცერს, რომელმაც პირველ მსოფლიო ომისას სამხედრო მრინავი ჟან რენუარი სიკვდილს გადაარჩინა. ისინი ხშირად სადილობდნენ და გენერალი მოუყვა რომ შვიდჯერ ჩამოაგდეს გეერმანელებმა და შვიდჯერვე გადარჩა, რომ შვიდჯერ გაიქცა ტყვეობიდან და შვიდჯერვე უკან დააბრუნეს. ისტორია რეჟისორს იმდენად მოეწონა რომ ჩაიწერა და შეინახა. შემდეგ ჩანაწერი შარლ სპააკს გადასცა რათა დახმარებოდა სცენარის დაწერაში. ჟან ვიგოს მეშვეობით რენუარმა აღმოაჩინა დამფინანსებელი და სამზადისს შეუდგა. გერმანელი ოცერის როლში აიყვანა ერიხ ფონ შიტრი ჰაიმი დანარჩენ როლებზე კი გაბენი, და სხვები. აჩვენა საზოგადოებას რომელიც დაყოილია ორ დაპირისპირებულ ბანაკად- არისტოკრატიად და ჩვეულებრივ აამიანებად. ეს ფილმი გახდა იომის საწინააღმდეგო დოკუმენტი. როდესაც გერმანელებმა დაიკავეს სარანგეთი, რენუარი და „დიდი ილუზია“ გამოაცხადეს ნომერ პირველ კინემატოგრაფიულ მტრად . მოსპეს ფილმის ასლები, თუმცა გადარჩა ნეგატივი, რომლიდანაც ომის დამთავრების შემდეგ კინოსურათი შეადგინეს.
რენუარისა და გაბენის თანამშრომლობბა გაგრძელდა ილმში „ადამიანი მხეცი“, რომელიც გადაიღო ემილ ზოლას რომანის მიხედვით. ამერიკელებისთვის „ადამიანი მხი“ იყო ერთ-ერთი, რომელმაც ახლო მომავალში განაპირობა მათ კინოწარმოებაში „ფუილმ ნუარის“ გაჩენა, ხოლო ფრანგები მიუთითებდნენ, რომ ეს ნამუშევარი ნახევრად „ფილმნუარია“ და ნახევრად პოეტური რეალიზმი. კინოსურათს დიდი კომერციული შემოსავალი ერგო. ამ მიმართებით იგი გამოვიდა რენუარის ყველაზე წარმატებული პროექტი.
ჟან რენუარის მომდევნო ილმი „თამაშის წესი“, რომელშიც მან მკვახედ გააკრიტიკა დეგრადირებული არისტოკრატია. ეს ფილმი აიკრძალა, ხოლო ომის შემდეგ მან მოიპოვა უდიდესი აღიარება.
მორგი ფილმი „ფრანგული კანკანი“ . კინოსურათი რომანტიკულად გადმოსცემა ცნობილ კაბარეს „“მულენ რუ/ჟის“ იმპერატორის თავგადასავალს. მისი როლი დიდებულად ითამაშა ჟან გაბენმაა. განსაცვიფრებელი სანახაობა.

0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0