x
image
alex999
ვის გაუგზავნა ვინსენტ ვან გოგმა თავის მოჭრილი ყური?
ვინსენტ ვილემ ვან გოგი იყო ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი. 1869-1876 წლებში სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 წელს მასწავლებლობდა ინგლისში. ვან გოგმა 27 წლის ასაკში დაიწყო ხატვის შესწავლა, რის განხორციელებაც ბელგიაში(ბრიუსელსა და ანტვერპენში) მოახერხა. 1886-1888 წლებში ვან გოგი საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, პარიზში. მან ამ ხნის განმავლობაში კარგად აითვისა ფერმწერობა და მხატვრობა. 1880-იან წლების მიწურულს ვან გოგი დაავადდა, ის იწვა რამოდენიმე ფრანგულ საავადმყოფოში, მის გამოჯანმრთელებას ექიმები ვერ ახერხებდნენ და მან საბოლოოდ 1890 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ეს იყო მცირედი ინფორმაცია ვინსენტ ვან გოგის შესახებ! ახლა გადავიდეთ სტატიის

მთავარ თემაზე. ვის გაუგზავნა ვინსენტ ვან გოგმა თავის მოჭრილი ყური? თუ ამ

კითხვაზე პასუხი გაინტერესებთ, ამ სტატიაში სრულყოფილად მიიღებთ!



ვინსენტ ვან გოგი “მზესუმზირები”


ვინსენტ ვან გოგი “მზესუმზირები”



ვინსენტ ვან გოგმა საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ნერვული შეტევის დროს

ცალი ყური მოიჭრა. 128 წლის შემდეგ, გაირკვა იმ პიროვნების ვინაობა, ვისაც

ცნობილ ფერმწერმა თავის მოჭრილი ყური გაუგზავნა.


image


პიროვნება, რომელსაც ვან გოგმა თავის ყური გაუგზავნა, აღმოჩნდა გაბრიელა

ბერლატიერი. გოგონა, რომელიც ფერმერის ოჯახში იზრდებოდა. ეს ისტორიული

სიახლე ჟურნალ "The Art Newspaper" -მა გამოაშკარავა.


image


როგორც ცნობილია, გაბრიელა მხოლოდ 18 წლის იყო და ის კაფე - "de la Gare" -ში

დამლაგებლად მუშაობდა.


image


ჟურნალის გამომძიებლებმა, ფრანგულ საავდმყოფოს არქივში, სადაც ვინსენტ ვან გოგი იწვა, რამოდენიმე საინტერესო ამონაწერი იპოვეს. გამომძიებლები არქვიზე დაყრდნობით გოგონას კვალს მიჰყვნენ, თუმცა მათ გასაიდუმლოებულ ურთიერთობის

შესახებ ინფორმაციას ვერ მიაგნეს. გარკვეულ იქნა მხოლოდ ის, რომ ვან გოგის

გარდაცვალებიდან რამოდენიმე წელიწადის შემდეგ, გოგონა დაქორწინდა.


image


ჟურნალ "Art Newspaper" - ის გამომძიებელი მარტინ ბეილი:


"არქივიდან მხოლოდ გოგონას სახელის და ასაკის გარკვევა მოვახერხეთ. ახლა

უნდა ვეცადოთ გოგონასთან ვან გოგის საიდუმლო ურთიერთობის გამოაშკარავება,

რაც ძალზედ რთული იქნება..."


image


მოგახსენებთ, რომ ვან გოგს, გაბრიელასთან გაგზავნილ კონვერტში, სადაც მისი

მოჭრილი ყური იდო, შემდეგი სიტყვები ეწერა: "ყურადღებით იყავი და უსაფრთხოდ

შეინახე!"


imageimage


გამოძიება დღემდე გრძელდება. გარკვეულია მხოლოდ იმ გოგონას ვინაობა,

ვისაც ვან გოგმა გაუგზავნა თავის მოჭრილი ყური. მაგრამ უცნობია თუ რატომ

გაუგზავნა გოგონას მოჭრილი ყური და რას წარმოდგენდა გოგონა სინამდვილეში

მისთვის?!




პ.ს


"თუ რაიმე სიახლე იქნება ამ თემასთან დაკავშირებით, აუცილებლად სტატიის

სახით ამ ინფორმაციას თქვენთან გავაზიარებ მეგობრებო! დიდი მადლობა

ყურადღებისთვის!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


15
1159
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1159
  
2016, 11 ოქტომბერი, 11:29
გოგენთან კამათი ჰქონდა, მაგრამ მის გამო ყურის მოჭრა არამგონია. ნუ ეს ისედაც დაუზუსტებელია.
2016, 11 ოქტომბერი, 11:28
კი სხვათაშორის ჩემს წყაროზეც იყო მითითებული იგივე, მაგრამ ჩემი წყაროს თანახმად, რომელიც სულ 48 საათის არც არის, მოკლე არა თურმე მთლიანი ყური ყოფილა. რაც გამომძიებლებმა გაარკვიეს, საავადმყოფოს არქვივში. და რავიცი აბა
2016, 11 ოქტომბერი, 11:22
ალექს, როგორც ყოველთვის საინტერესო თემას შეეხე. მე როგორც აქამდე ვიცოდი, გოგენთან მოუვიდა ჩხუბი და სიბრაზის ნიადაგზე სარკის წინ დადგა და ყურის ბიბილო მოიჭრა. მაშინ უკვე ფსიქიურად იყო დაავადებული და გამორიცხული არ არის, რომ ყოველგვარი ლოგიკური მიზეზის გარეშე გაეკეთებინა, უბრალოდ ემოციის ფონზე. მეორე დღეს გასისხლიანებული იპოვა პოლიციამ საკუთარ საწოლში და ამის შემდეგ წაიყვანეს საავადმყოფოში. სხვათა შორის, თავიდან გოგენს დაბრალდა ვან-გოგისთვის ყურის მოჭრა და დააკავეს კიდეც. აი, იმ გოგოს რატომ გაუგზავნა ყური, მართლა საინტერესოა...
2016, 11 ოქტომბერი, 11:12
საინტერესო მოტივაციაა ალექს, მაგრამ ადრე მაქვს წაკითხული, რომ მთლიანად ყური კი არა, უბრალოდ ბიბილოს წვერი მოიჭრა ვან გოგმაო. თუ გინდა ტექსტსაც დავრთავ- დიდმა მხატვარმა Van Gogh-მა (ვან გოგი) თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, რომელიც ყურის მოჭრას მოჰყვა და მას ხშირად ყურმოჭრილ მხატვრად იხსენიებენ, თუმცა ეს ასე არაა მეგობრებო. მართალია მან მარცხენა ყურის კუთხე პატარაზე მართლა მოიჭრა, თუმცა არა იმიტომ რომ დაეხატა, ან თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. თავისი ცხოვრების მხოლოდ რვა წელი ხატავდა იგი და ვინაიდან ძალიან გაჭირვებული ოჯახიდან იყო, ხატავდა, შემდეგ კი ნაშრომების გაყიდვით კავდებოდა, რაც არც ისე ადვილი იყო მაშინ ფულის საშოვნელად. ასე, რომ დიდი მხატვარი ყურის მოჭრით კი არა, შიმშილით გარდაიცვალა.

მოდი ეხლა და გაიგე რომელ წყაროს დავუჯეროთ? :))) სტატია კი თავის მხრივ საინტერესოა.
2016, 10 ოქტომბერი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი alex999-ის კომენტარზე
2016, 10 ოქტომბერი, 23:16
მხატვარი, მომღერალი, მსახიობი და ა.შ
2016, 10 ოქტომბერი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი alex999-ის კომენტარზე
2016, 10 ოქტომბერი, 23:15
სამწუხაროდ მასეა, მაგრამ არუნდა იყოს ასე. არა
2016, 10 ოქტომბერი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი alex999-ის კომენტარზე
2016, 10 ოქტომბერი, 23:12
თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10