ჯანმრთელი კვება ასკილი, სასწაულმოქმედი მცენარე, როგორ შევინახოთ ის მთელი ზამთარი ცოცხლად 2016, 10 ოქტომბერი, 10:52 ასკილი- ველური ვარდი ცნობილი სამკურნალო მცენარეა, ასევე
ცნობილია მისი რამდენიმე სახეობა, ასკილის არა მარტო ნაყოფი არამედ ყვავილებიც აქტიურად გამოიყენება მედიცინაში.
ასკილი უპირველეს ყოვლისა საუკეთესო წყაროა c ვიტამინის, ის 50%-ით მეტ C ვიტამინს შეიცავს ვიდრე ფორთოხალი. ასკილის შენახვა შესაძლებელია დაბლენდერებული სახით, ასევე შეგიძლიათ ღამის განმავლობაში ჩაალბოთ და შემდეგ მოხარშოთ 30 წუთი და ასეთი სახით შეინახოთ.
ასკილი აუცილებელია ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოსაყალიბებლად, ის არაჩვეულებრივი შარდმდენი და საფაღარათო საშუალებაა, ასევე გამოიყენება თირკმლის დარღვევების სამკურნალოდ, ასკილის ზეთს კი აქვს რეგენერაციული თვისება, ის აღადგენს კანის უჯრედებს.
დანიასა და გერმანიაში ასკილი გამოიყენება ჭრილობების სამკურნალოდ, საუკეთესოა რევმატოიდული ართრიტის დროს და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავანოიდებს, კაროტინოიდებსა და პოლიფენოლებს. ასკილი კიბოსა და სისხლძარღვთა დაავადების პრევენციისათვის საუკეთ ესო საშუალებაა. 1526 4-ს მოსწონს
|