სხვა არ შეიძლება, რომ არ მოვკვდე? - მისი ბოლო სურვილი სულს გაგიყინავთ 2016, 10 ოქტომბერი, 9:52 ღირებულებები სრულიად განსხვავებულია ყველა ადამიანში. სუბიექტურობისა და წამიერი სურვილების გარდა თან გვდევნის სტერეოტიპები, რომ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ადგილი იერარქიაში რომელიმე ფენის წარმომადგენელად.
ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ მოულოდნელად დაიწყებთ ამაოებაზე ფიქრს შეიძინოთ მომდევნო iPhone, დაგეგმოთ მოგზაურობა პარიზში, გაატაროთ დრო მეგობრებთან- მიმოიხედეთ გარშემო. მიმოიხედეთ, რათა გაერკვეთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი თქვენთვის. და თუ ვერ ხვდებით რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ ეს სტატია დაგეხმარებათ მაგაში. -დეიდა ლენა, არ შეიძლება, რომ არ მოვკვდე? საწოლზე მწოლიარე ბიჭი, რომელსაც თავზე თმა სულ გადაპარსეს და მომწვანო ელფერი დაკრავს კანზე. როგორ გინდა ამ ყველაფერს შეეგუო?! -- აბა რას ამბობ ჩემო კარგო, რა თქმა უნდა შენ არ მოკვდები. და ქალს თვალებში ცრემლები ჩაუგუბდა. - დეიდა ლეენ, იცი? შაბათს დედას დაბადების დღე აქვს, მე საჩუქარი მოვუმზადე და იმას ვდარდობ, რომ შეიძლება ვერ გადავცე. ეს ყველაფერი კი პალატაში ხდება, იქ, სადაც მან გადადგა ნაბიჯი, თუმცა იქიდან უკან ვეღარ ბრუნდებიან. განწირულია ბავშვი. ვიღაც თვეები ცოცხლობს მხოლოდ, ვიღაცისთვის კი უკვე დათვლილია დღეები. მისთვის კი მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, როგორმე შაბათამდე იცოცხლოს, რათა საკუთარი ხელით, მუყაოსგან ნაკეთები ხელნაკეთი საჩუქარი დაბადების დღისთვის დედას გადასცეს. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ... ამის წაკითხვის შემდეგ, როგორ არ გაგეყინება სული! მას პალატაში არ აქვს iPhone ექვსი და შვიდი, არც კანის და ტუჩის ფერი ბუნებრივი, არც ძვირფასი ტანსაცმელი, ავტომობილი ან ბინა, სამაგიეროდ აქვს მასაჟორი, უფასო აბები, ყავს პლასტიკური ქირურგი, ჭამს და არ სუქდება, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვერ კურნავს მას სასიკვდილო დაავადებისგან და ერთადერთი სურვილი რჩება, რომ შაბათს მიულოცოს დედას დაბადების დღე. 318 21-ს მოსწონს
|