x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ღამე ცომის მომზადება – დილით ცხობა ან პირიქით – დილით ცომი და საღამოს ცხობა. უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი დაკავებული ქალბატონებისთვის და არა მარტო

image


ინგრედიენტები ცომისთვის:


კარაქი (ან მარგარინი) – 300 გრ.

არაჟანი – 300 გრ.

შაქარი – 1, 5 ჭიქა

კვერცხი – 3 ცალი (+ კვერცხის გული – გადასასმელად)

ვანილინი – 1, 5 გრ.

სოდა – 1 ჩ. კ.

მარილი – 1 მწიკვი

ფქვილი – რასაც შეიზელს

image

მასალა გულსართი:


შესქელებული რძე – 1 ქილა (370 გრ.)

შავი შოკოლადი – 100 გრ

ნიგოზი (გატარებული) – 1 ჭიქა


მომზადება:


1. ათქვიფეთ კარაქი კარგად > დაამატეთ არაჟანი და გააგრძელეთ თქვეფა > დაამატეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ (მინიმუმ 3 წუთი, სანამ არ აფუმფულდება) > შეათქვიფეთ კვერცხი ცალ-ცალკე > დაამატეთ ვანილის ნახევარი, 1 ჭიქა ფქვილში შერეული სოდა და მარილი > კარგად ათქვიფეთ > დაუმატეთ ფქვილი იმდენი, რომ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი მიიღოთ.

2. ცომი გაყავით 4 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები > თითოეული გუნდა მოათავსეთ ერთჯერად პოლიეთილენის პარკებში ან გაახვიეთ ცალ-ცალკე სამზარეულოს აპკში და შეინახეთ მაცივარში 12 საათი.


შენიშვნა: * ცომის მაცივარში შენახვა 1 კვირის მანძილზე შეგიძლიათ (+2 გრადუსზე –ანუ იმ თაროზე, რომელიც საყინულესთან ახლოს არის). ასე შენახული ცომით, შეგიძლიათ ყოველდღე ახალ-ახალი ნამცხვარი გამოაცხოთ – ერთი გუნდიდან 6-7 ნაჭერი გამოდის.


* რეცეპტსი მოცემული გულსართის ნაცვლად, შეგიძლიატ სქელი ჯემი ან ერთმანეთთან შერეული გატარებული ნიგოზი და შაქრის ფხვნილი გამოიყენოთ (პროპორვიით 1:1).


* ჯემისა და ნიგვზიანი შაქრის გამოყენების შემთხვევაში, შეგიძლიათ ხვეული გააკეთოთ.

image

3. შოკოლადიანი გულსართის მოსამზადებლად, ემალირებულ პატარა თასში ჩაასხით შესქელებული რძე > დაამტვრიეთ შოკოლადის ფილა და ჩაყარეთ თასში > დადგით თასი ნელ ცეცხლზე იქამდე, ვიდრე შოკოლადი არ გადნება, თან სულ ურიეთ.

4. როდესაც შოკოლადიანი შესქელებული რძე შეგრილდება, დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიგოზი.

5. გამოიღეთ მაცივრიდან ცომი > გააბრტყელეთ სათითაოდ თითოეული გუნდა 1 სმ. სისქეზე > მოათავსეთ გულსართის მეოთხედი და ცომზე გაანაწილეთ, ისე რომ ნაპირებთან, 2-3 სმ. სიგანეზე, გულსართის გარეშე იყოს > შეკარით ცომი ღვეზელივით და მოათავსეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე, «ნაკერით» ქვევით.

6. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა წყალი და დარჩენილი ვანილინი > გადაუსვით ზემოდან ნამცხვარს > მოაფიფქეთ ცოტა შაქარი > დაჩხვლიტეთ ჩანგლით 6-7 ადგილზე.

7. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

0
398
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0