x
image
მადამ ფისუნია
„ბატონი ვერდუ“

image1944 წელს ჩაპლინს ესტუმრა ორსონ უელზი რომელიც ცაპირებდა ფილმის გადაღებას ფრანგ სერიულ მკვლელზე, ანრი ლანდრიუზე და ფიქრბდა ჩარლი მიეწვია მთავარ როლზე. ჩარლიმ იუკადრისა როლი და განაცხადა, რომ ის მხოლოდ თავის ფილებში მონაწილეობდა.
რამდენიმე დღში იგი თავად დაუკავშირდა უელზს, რომელსაც უთხრა რომ მის მონაყოლზე კინოკომედიის იდეა დაებადა და მას 5000 დოლარს გადაუხდიდა. უელზი დათანხმდა, ოღონდ თხოვა ფილმის ტიტრებში დაეწერა მისი, როგორც ავტორის გვარი. ჩარლის უარი არ უთქვამს.
სცენარზე მუშაობამ სამ წელზე მეტხანს გასტანა. სათაური „ბატონი ვერდუ“. ჩაპლინს გადაღებისთის 77 დღე დასჭირდა და 1947 წლის 1 აპრილიდან კინოსურათი გავიდა ეკრანებზე. მის რეჟისორს მიაჩნდა, რომ ეს ნამუშვარი დატვირთული იყო ზნეობრივი ფასეულობებით, სოციალურ-ფილოსოფიური კონტექსტებით. იგი ამბობდა, რომ ფილმი მოწოდებული იყო თავისულად გამოეხატა ეპოქის დაუნდობელი სული, რომ კატასტროფები კი ბადებენ ვერდუსნაირ ადამიანებს, მაგრამ ის არაა პათოლოგი და არანორმალური, არამედ საზოგადოებრივი კრიზისის საბედისწერო შედეგების რეალური სახეა. შცოდების გრძნობის გამოსაწვევად მას უნდოდა შეექმნაა საშინელების ეექტი, ამიტომ ირწმუნებოდა, რომ მისი გმირი იყო ყელაზე საშინელი პერსონაჟი.
„ბატონი ვერდუ“ გამოდგა „შავი კომედია“ ხოლო ავტორი მას თანამედროვე სიხარბისა და სამხედრო სიქოზის სატირას ეძახდა.
ნიუ-იორკული პრემიერის მეორე დღესვე გამიართა პრესკონერენცია, რაზეც აპლინს არაერთი უსიამოვნო კითხვა დაუსვეს, მათ შორის, მის სიმპატიებზე საბჭოთა კავშირილს მიმართ. ჩპლინმა განაცხადა, რომ იგი არაცერთ პარტიას არ ეკუთვნის.
ზოგიერთმა ორგანიზაციამ მოითხოვა „ბტონი ვერდუს“ ბოიკოტირება, მაგრამ სისრულეში ვერ მიიყვანა დაგეგმილი აქცია, თუმცა რამდენიმე კინოთეატრში არ გააშვებინეს ილმი. ჩარლი ამას უწოდებდა ფაშისტურდამოკიდებულებას. ევროპაში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
1947წელს აშშ-ს კონგრესის წევრმა ოფიციალურად მოითხოვა ჩაპლინის გასახლება ქვეყნიდან. ასეთ დროს ჩარლიმ გადაწყვიტა გადაეღო ფილმი „რამპის შუქი“, რაშიც შეიტანა ავტობიოგრაფიული მომენტები.
სცენარის დამუშავებას სამი წელიწადი დასჭირდა. 1951 წ ნომებერში ჩარლიმ გადაღება წამოიწყო საკუთარ სტუდიაში. ქალის მთავარ როლზე მიიწვია ბრიტანელი ქლეარ ბლუმი. როლები მიიღეს უილერ დრაიდერმა, ჩაპლინის ხუთმა შვილმა და მეუღლემ. ყველასთის მოულოდნელობა იყო კიტონის გამოჩენა ფილმში.
1952 წ მაისში ჩარლიმ ჰოლივუდის ელიტისტის ჩაატარა „რამპის შუქის“ წინასწარი კინოსეანსი. მაყურებელს ძალიან მოეწონა. 1952 წელს 18 სექტემბერს იგი ოჯახთან ერთად გემით გაემგზავრა ინგლისისკენ, ჯერ კიდევ გზაში ამცნობესრ, რომ აშშ-ს მთავრობამ გააუქმა თავისივე გაცემული ნებართვა მის უკან დაბრუნებაზე.

2
30
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
30
  
2016, 7 ოქტომბერი, 14:02
და არამხოლოდ მსახიობი...
2016, 7 ოქტომბერი, 9:41
ძლიერი მსახიობი იყო ჩარლი :(
0 1 2