საზოგადოება 5 ანომალიით დაავადებული ადამიანი 2016, 5 ოქტომბერი, 13:51 სიტყვა ანომალია ნიშნავს საერთო ნორმისგან ატიპური გადახრა.მაგალითად, განვითარების ანომალია ამ სიტყვაში იგულისხმება, უსწორმასწორობა კანონზომიერების დარღვევა, ნორმისგან გადახვევა.
5 ანომალიით დაავადებული ადამიანი 1. ფრენკ ლენტინი - ფრენკი დაიბადა სიცილიაში, 12 შვილიან ოჯახში, 7 და და ხუთი ძმა, იგი მსოფლიოში ცნობილი გახდა სხეულის ანომალიით. სამი ფეხი, ოთხი ტერფი და ფეხზე 16 თითით. ასეთი უცნაურობა გამოწვეული იყო განუვითარებელი სიამის ტყუპით, რომელიც ემბრიონულ პერიოდში ფრენკს შეეზარდა. ფრენკის მესამე ფეხი სრულფასოვნად მოქმედებდა, ერთადერთი განსხვავება სხვა ფეხებთან შედარებით მოკლე ზომა იყო. 8 წლის ფრენკი, ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და შოუ ბიზნესით დაკავდა, კონკრეტულად კი ცირკში დაიწყო მუშაობა. 30 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქეობა მოიპოვა, მისი კარიერა 40 წელიწადს ითვლის, ამ პერიოდში ლენტინმა არაერთ ცირკის გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ბუფალობილის „ველურ დასავლეთში“. ლენტინის პოპულარულობის გამო მისი თანატოლები „მეფეს“ უწოდებდნენ. ბავშვობაში ფრენკი ფეხბურთს თამაშობდა, აქედან მომდინარეობს მისი ზედმეტი სახელი, „სამფეხა ფეხბურთელი“. 2. შილო პეპინი - შილო პეპინი დაიბადა თანშეზრდილი ფეხებით ამ დაავადებას ხშირად ქალთევზას სინდრომს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა მას დაბადებიდან რამდენიმე დღეში სიკვდილი უწინასწარმეტყველეს, შინომ 10 წელი იცოცხლა. 3. ფენი მილსი - ფენის დაავადებას ლიმფოსტაზი ეწოდებოდა. ეს იყო ლიმფიური სისტემის თანდაყოლილი დაავადება. ამის გამო ქალის ტერფის სიგრძე 45 სმ-ზე მეტი იყო. 4. ლაქშმი - ამ პატარა ინდოელ გოგონას, ინდური ოთხ ხელა ღმერთის საპატივსაცემოდ ლაქშმი დაარქვეს. გოგონა რვა კიდურით დაიბადა. ჩონჩხის არასწორი განვითღება გამოიწვია, დედის საშვილოსნოში პარაზიტულად განვითარებულმა ტყუპისცალმა, 2 წლის ასაკში გოგონას ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას მოაჭრეს ზედმეტი კიდურები, თუმცა იმისათვის, რომ ბავშვმა სიარული შეძლოს კიდევ ძალიან ბევრი ოპერაციაა საჭირო. 5. ელა ჰარპერი - ამ გოგონამ ზედმეტ სახელი აქლემი მიიღო, საშინელი ორთოპედიული დაავადების გამო, მისი ფეხები შეტრიალებული იყო და მას მთელი ცხოვრება უხდებოდა ოთხ ფეხზე სიარული, ელა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა ცირკში და იმ დროისთვის საკმაოდ კარგ თანხას გამოიმუშავებდა. ელა ჰარპერი 1921 წელს გარდაიცვალა 51 წლის ასაკში. წყარო: „ELL Channel“ ვიდეო: 338 3-ს მოსწონს
|