მსოფლიო პოლიტიკოსების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა (ნაწილი II) 2016, 5 ოქტომბერი, 13:33 პოლიტიკოსები გამუდმებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. ამიტომ ქცევები, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის სრულიად უწყინარია, მათ დიდი სკანდალის ფასად უჯდებათ. ქვემოთ გთავაზობთ ცნობილ პოლიტიკოსთა ფოტოებს, რომლებიც სკანდალების საფუძველი გახდა. ჯორჯ ბუში, 2003 წ. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში გადაღებული იქნა 2003 წელს, ერაყში დაუგეგმავი ვიზიტის დროს. პრესა საუბრობდა, რომ მადის აღმძვრელი შებრაწული ინდაური, რომელიც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ასე საზეიმოდ მიართვა პრეზიდენტმა, არ იყო ნამდვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. სარა პეილინი, 2008 წ. 2008 წლის ნოემბერში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, სარა პეილინმა, ძველი ამერიკული ტრადიციის მიხედვით, ინდაურების ფერმაში საუკეთესო ინდაური ამოარჩია და "შეიწყალა" (რჩეული უნდა წაეყვანათ ფერმაში, სადაც სიმშვიდეში გაატარებდა სიცოცხლეს და ხელს არავინ ახლებდა). მაგრამ იმ დროს, როცა პეილინი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა, ფერმის თანამშრომელი, მის ზურგსუკან, კმაყოფილი სახით ყრიდა ინდაურებს ხორცსაკეპ მანქანაში. ჯონ ფავრო, 2008 წ. 2008 წელს საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სპიჩრაიტერი, ჯონ ფავრო, ჰილარი კლინტონის მუყაოს გამოსახულებას მკერდზე ეხება. პრინცი ჩარლზი პრინჩი ჩარლზი ათვალიერებს ბრიტანული არმიის საავიაციო კორპუსის მე-9 პოლკს. ჯორჯ ბუში, 2002 წ. 2002 წლის 13 იანვარს ჯორჯ ბუშს ინციდენტი მიუვიდა. პოლიტიკოსი ტელევიზორის წინ დივანზე იჯდა, ხელში მარილიანი კრეკერები ეჭირა და ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგის თამაშს უყურებდა. მოულოდნელად კრეკერი ყელში გაეჩხირა, გონება დაკარგა, იატაკზე გადმოვარდა და მარცხენა ლოყა დაიზიანა. მომხდარი ხუმრობის საგნად იქცა როგორც ჟურნალისტების, ასევე ტავად ბუშის მხრიდან. "თუ დედაჩემს ჩემი ესმის: "დედიკო, უნდა დამეჯერებინა შენთვის, რომ მასწავლიდი: მარილიან კრეკერებს როცა ჭამ, დაღეჭე სანამ გადაყლაპავო". თავად კრეკერმა კი მიიღო ზედმეტსახელი "მისტერ სოლტი". 2002 წლის 26 მაისს, პარიზში ანტიამერიკული დემონსტრაციის დროს, აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები კრეკერის გამოსახულებით. ჯორჯ ბუში უფროსი შვილს არაფრით ჩამოუვარდებოდა უფროსი ჯორჯ ბუშიც. ავსტრალიის დედაქალაქში ლიმუზინით ჩავლისას, აშს-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დემონსტანტებს უჩვენა "Victory"-ს ნიშანი, რამაც შეკრებილები საშინლად გააბრაზა და იგივე ნიშნით უპასუხეს სტუმარს. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეიტყო ბუშმა, რომ აღნიშნული ნიშანი ადგილობრივებისთვის შეურაცხყოფას ნიშნავდა, და ავსტრალიელებს ბოდიში მოუხადა. ვიქტორ იანუკოვიჩი არაერთი კონფუზი მოუვიდა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს. ერთხელ კვერცხი ესროლეს, რომელიც პიჯაკზე მოხვდა, პრეზიდენტი მიწაზე დაეცა და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელსი და მთელი საპრეზიდენტო კამპანიის მანძილზე ხუმრობის საგნად იქცა. კიდევ ერთი კურიოზი მოხდა უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების გვირგვინის დადებისას, კიევში, 2010 წლის 17 მაისს. როცა პრეზიდენტი მუხლის მოყრის ადგილთან მივიდა, ქარმა გვირგვინი პირდაპირ იანუკოვიჩის დახრილ თავზე დაახეთქა. ბორის ელცინი, 1994 წ. 1994 წელს, აგვისტოს დასასრულს, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს, რომლის თემა იყო რუსული სამხედრო ძალების ცალმხრივად გამოყვანა, ნასვამმა ელცინმა ტელეკამერების წინ ორკესტრისთვის დირიჟორობა სცადა. აღნიშნული შემთხვევა არაერთგზის იქნა გაშუქებული ტელევიზიებით. ჟან კრეტიენი, 1999 წ. კანადის პრემიერ-მინისტრს, ჟან კრეტიენს, 1999 წლის აგვისტოში, ქუჩის კალათბურთში კოსოვოდან დევნილებთან ამხანაგური თამაშის დროს, ფეხები ერთმანეთში გადაეხლართა და სამარცხვინოდ გაიშხლართა ძირს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სტამბულში გრანდიოზული პარკის გახსნისას, მთავარ მოვლენად უნდა ქცეულიყო ცხენზე ამხედრებული თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამოჩენა. შედეგად, პრემიერის მცდელობა, ცხენზე აღმართულიყო, ჩამოვარდნით დასრულდა. ბარაკ ობამა, 2012 წ. 2012 წლის 24 აპრილს, კოლორადოს უნივერსიტეტის სტუდენტმა, კოლბი ზერბესტმა იოგურტი დადო მიწაზე, რათა ხელი ჩამოერთმია პრეზიდენტისთვის, ამ დროს კი ვიღაცამ შემთხვევით ფეხი წაჰკრა ჭიქას. მიხეილ სააკაშვილი, 2009 წ. 2009 წლის შემოდგომაზე, პრესასთან ურთიერთობის დროს, საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უცნობმა პირმა ფეხსაცმელი ესროლა. ნასროლი სააკაშვილს პირდაპირ შუბლში მოხვდა. ერთი წლით ადრე მიხეილ სააკაშვილს უკვე "სახელი ჰქონდა განთქმული" საკუთარი ჰალსტუხის "ჭამით". ვლადიმირ ჟირინოვსკი, 2013 წ. 2013 წლის 30 იანვარს, კიევში პრესკონფერენციაზე, უკრაინელმა სტუდენტმა, ტატიანა ლიხოდეევამ ვლადიმირ ჟირინოვსკის კომბოსტოს მწნილი ესროლა და დაიყვირა: "უკრაინოფობი! დიდება უკრაინას." ჯიმი კარტერი, 1979 წ. აშშ-ს პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს 1979 წლის 28 აგვისტოს საკმაოდ სახიფათო ინციდენტი შეემთხვა. იგი ნავში იჯდა და თევზაობდა, როცა, მოულოდნელად, თავს დაესხა კურდღელი. როგორც გაირკვა, იგი მისდევდა ქვეყნის პირველ პირს, "აგრესიულად ხროტინებდა, ხტებოდა წყლიდან და ნავს მისდევდა ცურვით." კარტერი ირწმუნებოდა, რომ ნიჩაბი წყალზე დაარტყა და ტალღის საშუალებით თავიდან მოიშორა კურდღელი. თუმცა აღნიშნული შემთხვევა ბევრი ხუმრობისა და დამცინავი კომენტარის საბაბი გახდა. The Washington Post-ში ინციდენტს კარიკატურა მიუძღვნეს ფილმ "ყბების" პაროდიული პოსტერის სახით, ოღონდ დასახელება "თათები"-თ იყო შეცვლილი. დონალდ ტრამპი, 2016 წ. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, ჟურნალ Time-ის ფოტოსესიისთვის ოფისში მიუყვანეს არწივი, სახელად ძია სემი. ძალიან მალე აშკარა გახდა, რომ ფრინველს სულაც არ სურდა ტრამპის გამარჯვება. თავიდან არწივმა ფრთა გადაუსვა თავზე ტრამპს და ვარცხნილობა გაუფუჭა. შემდეგ კი, როცა ფოტოგრაფმა სთხოვა დამჯდარ ტრამპს ფრინველთან ახლოს მიწეულყო, ძია სემი შეეცადა ხელი დაეკორტნა პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. საბოლოოდ, ტრამპიც და თავნება არწივიც მოხვდნენ ჟურნალის გვერდებზე. ანგელა მერკელი, 2016 წ. გერმანიის 51 წლის კანცლერის პიკანტურმა ფოტოებმა მერკელის სამშობლოში პროტესტი გამოიწვია. ბრიტანული The Sun-ის რეპორტიორებმა შეძლეს ზურგიდან გადაეღოთ გერმანელი პოლიტიკოსი იტალიის ერთ-ერთ სასტუმროში საცურაო კოსტიუმის გამოცვლის დროს. ფრანსუა ოლანდი, 2014 წ. საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ცნობილ მსახიობ ქალთან "შეუსწეს". გაირკვა, რომ ამ ურთიერთობით პოლიტიკოსი მდენად იყო თავბრუდახვეული, რომ უსაფრთხოების ზომების მიღება სულ დაავიწყდა. ჰილარი კლინტონი, 2016 წ. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდტს, ჰილარი კლინტონს კიბეებზე ასვლისას საარჩევნო შტაბის თანამშრომლები ეხმარებიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ყოფილი პირველი ლედის ჯანმრთელობის მდგომარეობა საზოგადოების ყურადღებას იქცევს. პრაიმერიზის დროს ბევრმა ამომრჩეველმა დააფიქსირა ხველის შეტევები, რომლებიც ხშირად ხელს უშლიდა კლინტონს საარჩევნო სიტყვის წარმოთქმაში. 8393 10-ს მოსწონს 2-ს არა
|