ქალი და მამაკაცი საკუთარ შვილიშვილზე შემთხვევით დაქორწინებული მოხუცი მილიონერი 2016, 3 ოქტომბერი, 19:14
აშშ-ში 68 წლის მილიონერი თავის შვილიშვილზე დაქორწინდა. როგორც Mirror წერს, თავიანთ სისხლით ნათესაობაზე ახალდაქორწინებულებმა არაფერი არ იცოდნენ.
სიმართლე გაიხსნა ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ, როდესაც 24 წლის პატარძალი მაიამიში მეუღლის სახლში ფოტოალბომს ათვალიერებდა. ერთ-ერთ სურათზე მან საკუთარი მამა ნახა. როგორც აღმოჩნდა, მისმა ბაბუამ ოჯახთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ყოფილ ცოლს გაშორდა. ამოტომ არ იცნობდა მას შვილიშვილი. გოგონამ, ისურვა რა თავისი სახელი არ გაემხილა, Mirror- ს განუცხადა, რომ მიუხედავად ბიოლოგიური ნათესაობისა, ის და მისი მეუღლე ერთად დარჩებიან. მან განმარტა, რომ "არ სურს ოცნების მამაკაცის დაკარგვა". გამომცემლობის მონაცემებით, წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტში გაიცნო. 1883 15-ს მოსწონს
|