სხვა "ბინები დღიურად" და სამარცხვინო სიმართლე! 2016, 3 ოქტომბერი, 16:07 დღეს ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს დღიური ბინებით! სულ ერთია
ეს იქნება საათობრივი თუ მთელი დღით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებიდან
სოციალურ ქსელებში გაჟონა ინფორმაციმ, რომელმაც საზოგადაოების აღშფოთება
გამოიწვია.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამინები ბოლო პერიოდში უპირატესობას დღიურ ბინებს ანიჭებენ, თუმცა სხვის სახლი, რომელშიც ისინი რამოდენიმე საათს ან მთელ დღეს ატარებენ, ხვდებათ სხვადასხვა ადგილზე დამონტაჟებული მიკრო-კამერები. აშშ-ს კალიფორნიის შტატში, ქალბატონი სახელად - ედიტ შუმახერი დღიურად ბინებს აქირავებდა. მან თავის ბინაში შეუშვა გერმანელი ქალი 24 საათით. შტატის სტუმარს ღამით მეგობარი ბიჭი ეწვია. დილას, როდესაც გერმანელ ქალბატონს სახლი უნდა დაეტოვებინა, შოკისმომგვრელი ფაქტის მომსწრე გახდა, მან სანთლებში ჩამალული მიკრო- კამერა აღმოაჩინა. გაოცებულ ქალმა შტატის პოლიციაში დარეკა და ყველაფერი დეტალურად მოუყვა. მოგვიანებით დაკავებულ იქნა "მაკლიერი" ედიტ შუმახერი, რომელსაც ბრალად დაედო სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უნებართვოდ გამოყენება, ათვისება! მსგავსს სიტუაციაში მოხვდნენ კანადელი წყვილიც, რომლებმაც მიკრო- კამერა ნათურის გვერდზე დამონტაჟებულ მდგომარეობაში შენიშნეს! წყვილს პოლიციაში არ დაურეკავს, მაგრამ სოციალურ ქსელებში სხვა მოქალაქეებს გამოეხმაურნენ, რასაც ფართომასშტაბიანი გამოსვლები მოჰყვა! აქვე მინდა ვისაუბრო საქართველოზეც! ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქესაც მსგავსი შემთხვევა შეემთხვა. დედაქალაქში "მაკლიერთა" ბიზნესმა მოიმატა. რამოდენიმე ბინაშიც აღმოჩენილ იქნა დამონტაჟებული კამერა. მაკლიერთაგან უმეტესი ნაწილი ქალბატონია. ამიტომ იბადება შემდეგი კითხვა, რა სიამოვნებას იღებენ ასეთი საქციელით? ქალი იქნება თუ მამაკაცი მნიშვნელობა არ აქვს. ეს უკვე ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს! ამიტომ ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ! თუ ასეთ სამარცხვინო საქციელს ბედავენ ისეთ ქვეყნებში, რომლებიცაა აშშ, კანადა, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, საქართველოშიც რასაკვირველია სავსებით მოსალოდნელია! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 13223 14-ს მოსწონს
|