სხვა "დავხვრიტოთ და პრობლემაც მოხსნილი იქნება"–რამზან კადიროვმა ნარკომანების დახოცვა მოითხოვა 2016, 3 ოქტომბერი, 8:12 ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რესპუბლიკის ძალოვანებს მოსთხოვა ნარკომანები ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დახოცონ. როგორც "Новая газета" იუწყება თათბირი ეხებოდა ნარკომანისთან ბრძოლას და მომატებულ სიკვდილიანობას გზებზე.ტელეარხმა "Грозный" -იმ გააშუქა ეს ამბავი, თუმცა შემდგომ ახალი ამბების გამოშვებებში ჩეჩნეთის მეთაური ეს სიტყვები ამოჭრეს. კადიროვი განარისხა სტატისტიკურმა მონაცემებმა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. სტატისტიკამ აჩვენა, რომ დარღვევები მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ შარშან გამკაცრდა კანონი მძღოლების წინააღმდეგ:მათ არა მარტო მართვის მოწმობას, არამედ ავტომობილსაც ართმევენ.თუმცა ჩეჩნეთში ავტოსაგაზაო შემთხვევა სასიკვდილო შედეგით თითქმის ყოველდღე ხდება, ხოლო ნარკომანების რაოდენობა არ კლებულობს.(მარტო ორ დღეში პოლიციამ 700 ნარკომანი დააკავა). კადიროვმა ძალოვნებს სიტყვასიტყვით შემდეგი განუცხადა:"ის ვინც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მყუდროებას არღვევს დახვრიტეთ ეშმაკმა დალახვროს!არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.კანონიერია, უკანონო.დახვრიტეთ!გაიგეთ?ეხება საკითხი უსაფრთხოებას?დახვრიტეთ ასალამალეიქუმ და პრობლემაც არაა!" უფრო ადრე კადირმოვმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე ნარკომანები ტერორისტებს შეადარა და აღნიშნა, რომ ნარკომანების ამოძირკვა ჩეჩნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. 801 9-ს მოსწონს 1-ს არა |
ეს რისი კანონია?