x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა ბედი ეწიათ საბჭოთა ბელადების შვილიშვილებს?
ამ დღეებში პოსტსაბჭოთა ინტერნეტქსელი დაიპყრო სტალინის შვილიშვილის ფოტოებმა. ვულგარულმა, 43 წლის ტატუირებულმა კრის ევანსის პანკურმა ვარცხნილობამ ავტომატით ხელში საკმაოდ მძაფრი რეაქცია გამოწვია მომხმარებლებში.


საბჭოთა ბელადების შვილიშვილების უმეტესობას რთული პერიოდის გადატანა მოუწიათ, ზოგიერთი საერთოდ მოწყდა მშობლიურ კულტურას და უცხოეთში ცხოვრობს, ზოგი უკიდურეს სიღარიბეშია, ხოლო ზოგმა პაპა-ბებიის წყალობით "ოქროს ახალგაზრდობის" წლები განვლო.


1-ბორის ელცინი უმცროსი-ყველაზე ცნობილი უმცროსი-ელცინი, რუსეთის ექს-პრეზიდენტის უმცროსი ქალიშვილის, ტატიანა იუმაშევას ვაჟი.ბორისი უმცროსი ელიტური ახალგაზრდობიის ტიპიური წარმომადგენელია, გართობა და კლუბური საღამოები.პარტნიორ გოგონებს სამოდელო ბიზნესიდან ირჩევს.10 მარტს ყვითელი პრესა იუწყებოდა, რომ უმცროსი ბორისი სერბ მოდელს, ქალთა თეთრეულის Intimissimi-ის სახეს, თამარა ლიზიჩს დაშორდა.

imageimage
image
ბორის უმცროს ჰყავს 13 წლის და მაშა, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ტიპიური "ელიტური" ოჯახისთვის არის დამახასიათებელი, სწავლობს სპეცსკოლაში უცხო ენებს, დადის ბალეტზე, ფოტრეპიანოზე, ჩოგბურთზე და ცურვაზე.


imageელცინის კიდევ ერთი შვილიშვილია, მაშას და ბორისის უმცროსი ძმა, 20 წლის გლები, თუმცა მასზე პრაქტიკულად არაფერი არ არის ცნობილი.ახალგაზრდა დაუნის სინდრომითაა დაავადებული.ცნობილია, რომ მან 200 მეტრზე თავისუფალ ცურვაში მოიგო ოქროს მედალი მსგავს სინდრომით დაავადებულთა ჩემპიონატზე.

image

image


2-გორბაჩოვის შვილიშვილი ქსენია გორბაჩოვა-შვილიშვილი სიამაყით ატარებს პაპის გვარს.იგი მიხეილ გარობაჩოვის ერთადერთი ქალიშვილის, ირინა ვირგანსკაიას ქალიშვილია.პროფესიით ჟურნალისტია, მუშაობდა PR-სპეციალისტად ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში, იყო ავტორიტეტული მოდის ჟურნალის L'Officiel-ის მთავარი რედაქტორი.ჰყავს 7 წლის ქალიშვილი, ცხოვრობს გერმანიაში.

imageimage
image
image
გორბაჩოვის უმცროსი შვილიშვილი ანასტასია ვირგანსკაია 29 წლისაა, მანაც თავის დასავით МГИМО -ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა.

image




3-იური ანდროპოვის შვილიშვილი ტატიანა, აშშ-ში, მაიამში ცხოვრობს, იგი ქორეოგრაფიის მასწავლებელია, მისი ძმაც კოსტიაც აშშ-ი ცხოვრობს.

image



4-ბრეჟნევის შვილიშვილმა, ლეონიდ უმცროსმა დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი, თავი მოსინჯა ბიზნესში, ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავს ორი ქალიშვილი და ვაჟი.

image


მეორე შვილიშვილი, ანდრეი ბრეჟნევი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ სსრკ ვაჭრობის სამინისტროში, განთავისუფლების შემდეგ რამდენიმე სამუშაო გამოიცვალა, ფლობდა პატარა ლუდის ბარსაც, შემდეგ "Салаваттранс"-ის დირექტორის მოადგილე გახდა.ბოლოს პოლიტიკაში გადაერთო და თანამოაზრეებთან ერთად შექმნა პარტია "Новые коммунисты".

imageimage
ვიქტორია ბრეჟნევა-გენერალური მდივანის კიდევ ერთი შვილიშვილი, ჟურნალისტები მას ხშირად ეძებდნენ, ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიქტორიამ გაყიდა სახლი, ქონება, რომელიც პაპისგან მემკვიდრეობით ერგო და ამჟამად სიღატაკეში ცხოვრობს.

image


5-ხრუშჩოვის შვილიშვილები-ნიკიტას ოთხი შვილიშვილი ჰყავდა, თუმცა მათზე ბევრი არაფერია ცნობილი.მათგან ცნობილი გახდა ნიკიტა უმცროსი.პროფესიით ფსიქოლოგი.მრავალი წლის მუშაობდა გაზეთ "Московские новости"-ში.მას არ სურდა ცნობილი გვარი კარიერისთვის გამოეყენებინა, სურდა აშშ-ი გადასულიყო მამასთან, თუმცა 2007 წელს ტვინში სისხლის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

imageimage
ნიკიტა ხრუშჩოვის უფროსი შვილიშვილი ალექსეი აჯუბეი ეკონომიური მეცნიერების კანდიდატი, იყო გაზეთ "Известия"-იას მთავარი რედაქტორი.ისიც 2007 წელს გარდაიცვალა.

image


6-სტალინის შვილიშვილები-ევგენი ჯუღაშვილი ერთი ხანობა საქართველოში კომუნისტურ პარტიას ედგა სათავეში, შტაბ-ბინა გორში იყო განთავსებული.სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კომპარტია აკრძალეს, ამჟამად 72 წლის ევგენი პენსიაზეა.მანამდე იგი 25 წლის განმავლობაში იყო სამხედრო აკადემიის უფროსი მასწავლებელი.

imageimage
გალინა ჯუღაშვილი-დაამთავრა МГУ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი, დიდი ხნის განმავლობაში მუშობდა მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში.ავტორია წიგნისა:"ბელადის შვილიშვილი:პაპა, მამა, დედა და სხვები.."მისი ალჟირელი ქმარი ჰუსეინ ბენ საადი გაეროს ექსპერტი იყო.გალინა 2007 წელს გარდაიცვალა.

image


ოლგა პიტერსი-სვეტლანა ალილუევას რიგით მეხუთე ქმრისგან, ამერიკელი არქიტექტორისგან უილიამ პიტერსისგან გაუჩნდა, შემდგომ გოგონამ სახელი გადაირქვა და კრის ევანსად დაიწერა.ცხოვრობს პორტლენდში, შტატი ორეგონი და ფლობს პატარა მაღაზიას.

image


image

1
7080
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7080
  
2016, 17 მარტი, 20:59
ძალიან კარგი სტატიაა
0 1 1