არქიტექტურა ძველი ბერძნები ინდოეთამდე რომ ჩასულიყვნენ, ეს ნაგებობა მსოფლიოს საოცრებათა სიაში იქნებოდა 2023, 2 ოქტომბერი, 8:23 7, ძველ საბერძნეთში, აპოლონის ბედნიერ რიცხვად ითვლებოდა და ამიტომ, ბერძნები მას წმინდა თვლიდნენ. შესაძლოა, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მსოფლიოს საოცრებათა ჩამონათვალში, მხოლოდ 7 არქიტექტურული ნაგებობა და ძეგლი უნდა ყოფილიყო. ამიტომ, სია გამუდმებით იცვლებოდა და ახლდებოდა. სია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, IV საუკუნეშია შედგენილი. თუმცა, მანამდე, სხვა სიებიც არსებობდა და როდესაც ბერძნები, სიაში შეტანილ ძეგლზე, უფრო დიდ საოცრებას აღმოაჩენდნენ, იქიდან რომელიმე ობიექტს იღებდნენ და ახალს ამატებდნენ. მოკლედ, სია სტატიკური არ იყო და გამუდმებით იცვლებოდა... და ძველ ბერძნებს ინდოეთში ჩასვლის და მისი არქიტექტურული ძეგლების ნახვა რომ შესძლებოდათ, შესაძლოა, მსოფლიოს საოცრებათა სიაში, მაჰარაშტრას შტატში მდებარე, ელორის კლდეში ნაკვეთი ტაძრების კომპლექსიც მოხვედრილიყო. ეს ისტორიული ძეგლი ქ. აურანგაბადის ჩრდ–დას–ით 30 კილომეტრში მდებარეობს და ინდოეთის კლდეში ნაკვეთი არქიტექტურის მწვერვალად ითვლება. ელორის ბუდისტური ტაძრები მონოლითური კლდიდან არის გამოკვეთილი და შექმნის თარიღად, VI საუკუნე ითვლება. თუმცა, ალტერნატიული მეცნიერების წარმომადგენლები, მას უფრო ძველ არტეფაქტად მიიჩნევენ (ბუდიზმის დამაარსებელი სიდჰართა გაუტამა ძვ. წ. აღრ. 563 – 483 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა). ძეგლი ყურადღებას ყველაზე მეტად, ფრესკებით და ქანდაკებებით იქცევს და ის ბუდისტური ხელოვნების შედევრებად ითვლება. თავად ინდოელი ხელოვნებათმცოდნეები კი ამბობენ, რომ კლასიკურ ინდურ ხელოვნების განვითარებას, სწორედ ელორის ტაძარმა მისცა დასაბამი. ხოლო, ინდოეთის არქეოლოგიურმა სამმართველომ, მას ინდური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშის სტატუსი მიანიჭა. არხის სხვა სიახლეები:* ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც მან ბუნკერში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მისცა* სულ სხვა რაკურსით – ჩვენთვის ცნობილი ნივთები შიგნიდან* დიზაინერების საინტერესო მიგნება, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს (II ნაწილი), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში, ფართის დეფიციტს განიცდით* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა296 1-ს მოსწონს
|