საზოგადოებრივი უცნაური ობიექტი კავკასიონზე 2016, 4 ოქტომბერი, 12:04 ეს უცნაური ნაგებობა ე. წ. «გერმანულ აეროდრომზე» მდებარეობს, იალბუზის ჩრდ. ფერდობზე, ზღვის დონიდან 3 000 მ-ზე და მის სიახლოვეს ასეთი ღია ფერის ქანები არ მოიპოვება. ვინ, როდის და ყველაზე მთავრია, რატომ შექმნა ეს «ლაბირინთი» – დღემდე საიდუმლოდ რჩება. რამოდენიმე წლის წინ ამ ადგილზე მსგავსი არაფერი ყოფილა. ე. ი. ის უკანასკნელი 3-4 წლის მანძილზე არის შექმნილი.
II მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, მაშინ, როდესაც სტალინგრადისთვის ბრძოლა მიდიოდა, გენერალმა რუდოლფ კონრადმა (გერ. Rudolf Konrad), გერმანული მთავარსარდლობისგან, მოულოდნელი ბრძანება მიიღო – ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალის დაპყრობის მოთხოვნით. 1942 წ. შემოდგომაზე, იალბიზის ირგვლივ ტრიალებდნენ და მშრალ ტბაზე, ე. წ. «გერმანულ აეროდრომზე», იმ დროისთვის, უცნაური ორკორპუსიანი თვითმფრინავები სხდებოდნენ და იქიდან თეთრებში ჩაცმული, ვიწროსახიანი, შავგვრემანი ადამიანები გამოდიოდნენ. მათი ტანსაცმელი ძალიან ჰგავდა სამონასტრო სამოსს. ამ ადამიანებს, ყველგან და ყოველთვის, SS-ის ფორმიანი სამხედრო პირები დაჰყვებოდნენ. რა იყო ისეთი იალბუზზე, რამაც ფაშისტების ინტერესი გამოიწვია? თან გაცხარებული ომის დროს, სტალინგრადის ფრონტიდან საკმაოდ მოშორებით, იმ დროს, როდესაც II მსოფლიო ომის ბედი წყდებოდა?! რა თქმა უნდა, III რაიხის სამხედრო სტრატეგებს თავისი ინტერესი ჰქონდათ კავკასიაში. თუნდაც, მოლიბდენის და ვოლფრამის საბადოები, რომლითაც იალბუზის მიდამოები მდიდარია. მაგრამ, იმ მომენტში ეს გერმანელების ინტერესის სფეროში არ შედიოდა. კავკასაში ჩამოსულმა გერმანულმა სამთო დივიზიამ მხოლოდ ნაცისტური დროშები აღმართა მთის მწვერვალებზე და უკან დაბრუნდა. რისთვის აღმართეს დროშები? იქნებ კავკასიაზე საკუთარი ხელისუფლების დამყარების ან იქნებ, მთელს მსოფლიოზე ბატონობის ნიშნად? სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა ალპინისტებმა იალბუზზე გერმანელების «ხელისუფლების სიმბოლო» ჩამოაგდეს და საბჭოთა დროშა ათმართეს. ამ ადგილს არც დღეს სტუმრობს ბევრი ადამიანი და უცნობია, თუ როგორ გაჩნდა, სწორედ ამ მისტიკურ ადგილზე, ეს ახალი და უჩვეულო ობიექტი. 3808 10-ს მოსწონს
|