x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცნობილი ადამიანების ნაკლებად ცნობილი სურათები (20 ფოტო)

ჟერარ დეპარდიე და ჯონ ტრავოლტა. როდის და სად გადაიკვეთა მათი გზები – უცნობია. მაგრამ, ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და შეიძლება, მეგობრებიც არიან.
imageimage



ვიქტორია ბეკჰემი. "ცივი" ვიქტორია, რომელიც საზოგადოებაში ძალზე იშვიათად იღიმება, ერთ დროს, მეტად ხალისიანი ბავშვი იყო.image



კვენტინ ტარანტინო. მარჯვნივ – ტარანტინოა, რომელსაც ყველა იცნობს და ყველას უყვარს. ხოლო, მარცხნივ – ტარანტინო, რომელმაც თავისი გზა კინოში, ასობით და ათასობით ფილმის ყურებით დაიწყო.
image



უმა თურმანი და მიხაილ ბარიშნიკოვი. ვიდრე სამსახიობო კარიერას დაიწყებდა, ჰოლივუდის ვარსკვლავი მოდელი იყო. ხოლო, ფოტო ბარიშნიკოვთან, მხოლოდ ფოტოსესიის ნაწილია (1987 წ.)image



შონ კონერი. თვალები რომ არა და კიდევ ის, რომ ეს ფოტოები გვერდი–გვერდ არის, ალბათ, ვერასდროს მივხვდებოდით, რომ ეს ახალგაზრდა მეზღვაური შონ კონერია.image



შონ კონერი და ბრიჯიტ ბარდო. მეტად უცნაური ფოტოა და არც მისი ისტორიაა ცნობილი – რთული სათქმელია, რა გახდა კადრის გადაღების მიზეზი, რომელშიც შონ კონერს, თითქოს, ბარდოს თავი უკავია ხელში.
image



ჯო ბაიდენი. ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჯო ბაიდენი, ერთ დროს ახალგაზრდა და ძალიან სიმპათიური მამაკაცი იყო. მტკიცებულება კი აქ არის:image



ჯესიკა ბილი და სკარლეტ იოჰანსონი. ბავშვობაში ისინი მეგობრობდნენ და ჩვეულებრივი გოგონები იყვნენ. ახლა კი, ორივე ჰოლივუდის ვარსკვლავია.
image



ტომ ჰენქსი. 70–იანი წლების ფოტოში, რთულია ტომ ჰენქცის ამოცნობა, რადგან მასზე, მომავალ მსახიობს ისეთი ვარცხნილობა აქვს, რომ თითქოს, ფოტო გასული საუკუნის 20–იან წლებშია გადაღებული.
image



ელისაბედ II და მერილინ მონრო. ორი საოცარი ქალი, ორივე – ისტორიული ფიგურაა, ორივემ ცხოვრება სხვებისთვის მსახურებას მიუძღვნა. სხვა მხრივ კი, რთულია, უფრო განსხვავებული ადამიანების პოვნა, ვიდრე ისინი იყვნენ.image



მაიკლ ჯექსონი და სტივენ ტაილერი. პატარა მაიკლი და სტივენი – დღეს ერთი აღარ არის, მეორე კი, თითქმის არც შეცვლილა... იქნებ, სულ ცოტათი.image



ელაიჯა ვუდი და მაკოლეი კალკინი. ბიჭები გაიზარდნენ, მაგრამ ბევრის თვალში ისევ ბავშვებად რჩებიან...image



უიტნი ჰიუსტონი. პატარა უიტნიმ, როდესაც ამ ფოტოს იღებდა, არ იცოდა წინ რამხელა აღიარება ელოდა... სამწუხაროა, რომ მისი ისტორია ასე დასრულდა.

image



ელტონ ჯონი და შერი. შოუ–ბიზნესის ორი უბერებელი ვარსკვლავი. რა თქმა უნდა, წლების შემდეგ, გარკვეული ცვლილებები არის, მაგრამ, საერთო ჯამში, ორივე კარგ ფორმაშია.
image



სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი. ციფრული ტექნოლოგიების ორი გიგანტის ნახვა ერთ კადრში, ნამდვილად რომ უპრეცედენტოა!

ალბათ ეს, მათი იშვიათი ერთობლივი ფოტოებიდან ერთ–ერთია, ან იქნებ, ერთადერთიც. რადგან, Apple-ს და Microsoft-ს შორის დაპირისპირება, დღემდე გრძელდება.image



შაკირა. ვინმეს ახსოვს შაკირა მუქი თმით? ალბათ, არავის! რადგან ეკრანებზე გამოჩენის მომენტისთვის, ის უკვე ქერა იყო. სინამდვილეში, მისი ბუნებრივი თმა შავი ფერის არის.image



მაიკლ ჯექსონი და ფრედი მერკური. ორი ლეგენდა, რომლის შესახებ მითქმა–მოთქმა, მათი გარდაცვალების შემდეგაც არ წყდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ლეგენდები იყვნენ და ასეთებად დარჩნენ.image



ბენ აფლეკი და მეტ დეიმონი. ზედა ფოტოზე ბენი და მეტი დედებს ურეკავენ, იმის სათქმელად, რომ ოსკარი მიიღეს ფილმის – "ნიჭიერი უილ ჰანტინგის" (1997 წ.) სცენარისთვის. ქვემოთ კი, ოსკაროსანი მეგობრები, წლების შემდეგ.image



დენი დევიტო. იცნობდით, სკოლის დროინდელ ფოტოზე დენი დევიტოს?
image



მერი სტრიპი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მერი სტრიპი პატარა გოგონას სახით? ალბათ არა, –არა? არა და ის Cheerleader–იც კი იყო
image



ჰარისონ ფორდი. ახალგაზრდა ფორდი, , უდავოდ, სიმპათიურია. მაგრამ, არც ასაკში მყოფი "ინდიანა ჯონსი" გამოიყურება ნაკლებად...image



კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი. ეს "მატრიცას" დროინდელი ფოტოა. მას შემდეგ, 24 წელი გავიდა და ფილმის მთავარი გმირები, რა თქმა უნდა, შეიცვალნენ.image



სტინგი და გვენ სტეფანი. სტინგი ავტოგრაფს, იმ დროს ჯერ კიდევ უცნობ, გვენ სტეფანოს აძლევს.
image


image

არხის სხვა სიახლეები:


* ეგვიპტური პირამიდების ქვეშ ის მიწისქვეშ ნაგებობა აღმოაჩინეს, რომელზეც ჰეროდოტე წერდა

* შემთხვევითი ფოტოები, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (V ნაწილი)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
365
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0