სხვა როგორ გამოიყურებოდა სტალინის ბუნკერი - სსრკ-ს ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი 2016, 27 სექტემბერი, 11:03 გასული საუკუნის 50-იან წლებში მოსკოვის ცენტრში, მიწის ქვეშ 65 მეტრის სიღრმეში ააშენეს ანტიბირთვული თავშესაფარი სსრკ-ს პირველი პირებისთვის. ბუნკერი მდებარეობს 3 სართულიანი აგარაკის ქვეშ, მე-5 კოტელნიკის შესახვევში, 11 ნომერში. თავად შენობის პირველადი ფუნქცია იყო ბუნკერის დაცვა ბირთვული თავდასხმისგან. მას შეეძლო 23 კილოტონის სიმძლავრის ჭურვისგან დაცვა. თუ დარტყმის ტალღა, მიუხედვად პირველადი დაცვისა, შიგნით მაინც შეაღწევდა, დაკარგავდა დამანგრეველ ძალას კორიდორების მოსახვევებში. ამას გარდა, გზაზე შეხვდებოდა ორი დამცავი კარი, რომელთაგან თითოეული ორ ტონას იწონიდა. არსებობდა ასევე ჰერმეტული კარებებიი, რომლებიც იცავდა რადიაციისა და ქიმიური იარაღისგან. 65 მეტრის სიღრმეში ჩასასვლელი. ბუნკერი შედგება 4 ბლოკისგან. სამხედრო ობიექტი ГО-42 (იგივე სათადარიგო სამეთაურო პუნქტი "Таганский") არ არის საბჭოთა კავშირში აგებული პირველი ბუნკერი. მისი პროექტირება ხდებოდა 40-იანიწლების ბოლოს, ხოლო აშენდა ცივი ომის დროს, 1953 წელს. სსრკ-ში ბუნკერები შენდებოდა 30-იანი წლების დასაწყისიდან და, ჩვეულებრივ, გათვლილი იყო მხოლოდ 5 ტონამდე ავიაჭურვების დარტყმაზე. ცნობისათვის: მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა გამოიყენეს ყველაზე ძლიერი ჭურვები, რომელთა საერთო მასა 10 ტონა იყო. ამგვარ ჭურვს შეეძლო გაენადგურებინა მთელი საცხოვრებელი კვარტალი ან გაეტანა 5 მეტრის სისქის ბეტონის კედელი. ბირთვული იარაღის გამოჩენის შემდეგ გასაგები გახდა, რომ ყველა მანამდე აშენებული ბუნკერი მოძველდა. განსაკუთრებით მწვავედ დადგა ომის შემთხვევაში ქვეყნის მმართველობის დაცვის საკითხი. 1949 წელს, ყაზახეთში სემიპალატინის პოლიგონზე ატომური ბომბების გამოცდის დროს დადგინდა, რომ 30 მეტრამდე სიღრმის მიწისქვეშა სიმაგრეებში გადარჩენა შეუძლებელი იყო. გადარჩენის შანსები საგრძნობლად იმატებდა მხოლოდ 50 მეტრზე და უფრო ღრმად. ბუნკერი 42 განთავსებული იყო 7 ათას კვ.მ-ზე, 65 მ.-ის სიღრმეში. 50-იან წლებში შექმნილი ნახაზები. მასში საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კომპარტიის ლიდერებს შეეძლოთ ამერიკელების მიერ განხორციელებული ატომური დარტყმისგან გადარჩენა. თავად სტალინმა ვერ მოასწრო ბუნკერში ყოფნა. ამ დროისთვის ობიექტი ასევე გამოიყენებოდა შორსმოქმედი ავიაციის სათადარიგო სამეთაურო პუნქტად და სამხედრო მომსახურეობის ქვეშ იმყოფებოდა. გამშვები პუნქტი, სადაც იჯდა დაცვის ოფიცერი, და გაზიანი წყლის უფასო ავტომატი. ГО-42 – რუსეთში არსებული სამი გასაიდუმლოებული მიწისქვეშა ობიექტიდან ერთ-ერთია. მეორე ბუნკერი, რომელიც ამჟამად ღიაა დამთვალიერებლებისთვის, მდებარეობს იზმაილოვოში, მესამე კი - სამარაში. ფოტოები სამუზეუმო ზონიდან. ქვემოთ კი გთავაზობთ ფოტოებს ექსკლუზიური ზონიდან, სადაც დღეს მოწყობილია საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები, რესტორნები, ინტერაქტიული თამაშები. 12817 12-ს მოსწონს 1-ს არა |
იხ: https://www.youtube.com/watch?v=4beKuYuxEFI&t=865s