x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508462
ადამიანები სირცხვილის გრძნობის გარეშე
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.




image




ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში. ზოგი მართლაც რომ ექცევა პოპულარობის ჩარჩოში, თუმცა სულ სხვა რაკურსით.




გრძნობა, ეს არის სუბიექტის ემოციური ხასიათის განცდა. იგი განცდის სახით გამოხატავს ობიექტის მიმართ სუბიექტის დამოკიდებულებას: სიამოვნებას, უსიამოვნებას, სიხარულს, მწუხარებას, შიშს. რისხვას, სიყვარულს. ზიზღს და ა.შ. სუბიექტის მოთხოვნილებები და ინტერესები არსებითად განაპირობებს გრძნობის აღმოცენებას და ხასიათს. გრძნობისთვის დამახასიათებელია სუბიექტურობა – ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა სუბიექტში ან ერთ სუბიექტში სხვადასხვა ვითარებაში შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა გრძნობას. ემოციები წარმოადგენს თვით სუბიექტის შინაგანი მდგომარეობის განცდებს. განასხვავებენ აგრეთვე მარტივ გრძნობას – სუნით, ფერით, ბგერით და ა.შ. გამოწვეულს. და რთულ ანუ მაღალ გრძნობას. ამ უკანასკნელს ყოფენ ძირითადად სამ ჯგუფად: ესთეტიკური გრძნობა – სიამოვნების, მშვენიერების განცდა; ინტელექტუალური გრძნობა – ცნობისმოყვარეობა, ინტერესი, გაკვირვება; მორალური გრძნობა – სირცხვილი, სიამაყე. საბრალული, აღშფოთება, პატრიოტიზმი და ა.შ.




დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ადამიანებს მორალური გრძნობის გარეშე.




ადამიანები სირცხვილის გრძნობის გარეშე



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


1
1035
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1035
  
0 1 1