ნამცხვრები გამომშრალი ხილის უგემრიელესი კექსი 2016, 27 სექტემბერი, 10:15 ინგრედიენტები კექსისათვის: 300-400 გრამი შერეული გამომშრალი ხილი. გარგარის ჩირი თეთრი და მუქი ქიშმიში ქლიავის ჩირი გამომშრალი მოცვი ლეღვის ჩირი ნიგოზი ორი კვერცხი მუქი შაქარი 6 სუფრის კოვზი ფქვილი 1/2 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი ან (სოდა და ძმარი) მომზადების წესი: გამომშრალი ხილი და ნიგოზი გადაურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, შაქარი, ფქვილი და გამაფხვიერებელი, კარგად გადაურიოთ და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ცხობის ხანგრძლივობა დაახლოებით 45 წუთი. გემრიელდ მიირთვით! 351 3-ს მოსწონს
|