x
image
blednalici
ქალმა სიკვდილიდან ერთ თვეში იმშობიარა

image უნიკალური შემთხვევა მოხდა ამერიკის "Helen DeVos" კლინიკაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ Grand Rapids მიჩიგანის შტატი. 26-წლის გოგონა გახდა დედა თავისი სიკვდილიდან ერთ თვეში. ექიმები ხელოვნურად უნარჩუნებდნენ ტყუპებს სიცოცხლეს, რომლებითაც იყო ფეხმძიმედ ქალი, სიკვდილის მიზეზი კი ტვინის ანევრიზმა ყოფილა. 5 აპრილს ბიჭებს, რომლებსაც ნიკოლასი და ალექსანდრე დაარქვეს, მოევლინენ ქვეყანას. პატარები დაიბადნენ თითქმის 3 თვით ვადაზე ადრე, ისინი იწონიდნენ 700 და 500 გრამს, ამიტომ პატარები მოათავსეს სპეციალურ ინკუბატორში.

ბიჭების დედა ქრისტინა ბოლდენი გარდაიცვალა მძიმე დაავადებისაგან ფეხმზიმობის მე-20 კვირაზე, მაგრამ ექიმებმა გადაწყვიტეს და გარისკეს ნაყოფის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ სპეციალური აპარატით ხელოვნური ფილტვების ვენტილაციით. 25 კვირაზე, რომელიც ითვლება კრიტიკულ ნორმად, გინეკოლოგებმა გარდაცვლილს ჩაუტარეს საკეისრო კვეთა.

ექიმები არ გამორიცხავენ რომ, ნიკოლასი და ალექსანდრე ძალიან ჩამორჩებიან განვითარებას. სტატისტიკურად დაახლოებით 70% ბავშვებისა რომლებიც დაიბადნენ 25-ე კვირაზე გადარჩნენ, მაგრამ დიდი რისკი არსებობს რომ მათ განუვითარდეთ ქრონიკული დაავადებები.

"ჩვენ იმედი გვაქვს რომ პატარები გადარჩებიან. მაგრამ ისინი ჯერ ძალიან პატარები არიან რომ რაიმე დასკვნები ან პროგნოზი გავაკეთოთ" ამბობს მიჩიგანის კლინიკის პროფესორი კოსმან ვანდევენი. 1982 წლიდან დღემდე მსოფლიოში 30 ასეთი უნიკალური ოპერაციაა გაკეთებული.

2
24119
25-ს მოსწონს
ავტორი:blednalici
blednalici
24119
  
2013, 23 იანვარი, 22:53
გენაცვალე ნახეტ რა ხელი როგორ გადახვიაააააააააააააა
0 1 2