x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ახალი რუსული თვითმფრინავი მოწინააღმდეგეს ლაზერით გაანადგურებს
image


რუსეთში განაახლეს პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 1981 წელს, საბჭოთა კავშირის დროს წამოიწყეს.მაშინ პირველად დამზადდა თვითმფრინავი А-60, -საცდელი ნიმუში, რომელიც ლაზერით იყო შეიარაღებული, იუწყება ТАСС-ი.


როგორც კონცერნ "Радиоэлектронные технологии" -ის გენერალური დირექტორის კონსულტანტმა ვლადიმერ მიხეევმა განაცხადა, А-60 -ს დასჭირდება ზეზუსტი ნავიგაცია, ეკიპაჟმა ზუსტად უნდა განსაზღვროს გასანადგურებელი ობიექტის მდებარეობა, იმისთვის, რომ მიმართოს ლაზერის სხივები.


ლაზერის მოწყობილობა იმდენად ძლიერი იქნება, რომ მისი ზემოქმედებისგან თვით თვითმფრინავიც დაცული უნდა იყოს.ინჟინრებმა უნდა უზრუნველყონ ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემის დაცვა.


image

ამასთანავე თვითმფრინავზე დაყენდება დაცვის საიმედო სისტემა, რომელიც მოწინააღმდეგის თავდასხმისგან დაიცავს საჰაერო ხომალდს.


-ვფიქრობ, რომ მასზე დაყენდება დაცვის კომბინირებული კომპლექსი "Витебск"-ის და "Хибин"-ელემენტებით და კიდევ სხვა რიგი ეფექტური სისტემები-დასძინა მიხეევმა.


ლაზერით შეირაღებული თვითმფრინავის შექმნა საბჭოთა პერიოდში დაიწყო, სამხედრო-სატრანსპორტო Ил-76МД-ს ბაზაზე, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პროექტზე მუშაობა შეჩერდა. უნიკალურ მფრინავ ლაბორატორიას მხოლოდ სატვირთო თვითმფრინავად იყენებდნენ.


ლაბორატორიამ მხოლოდ 2005 წელს გააგრძელა ცდები.თვითმფრინავზე დამაგრებულმა ლაზერულმა მოწყობილობამ "Скиф-Д"-მ წარმატებით გაანადგურა პირობითი მიზანი 1500 მეტრის მანძილზე.


ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მფრინავ საჰაერო ლაბორატორიას შეუძლია გაანადგუროს როგორც კოსმოსური ობიექტები, ასევე სამხედრო დანიშნულების საჰაერო ობიექტები, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები.


image




0
1273
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0