x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
არატრადიციული მეთოდები, რომლებსაც რუსეთის სპეცრაზმებში იყენებენ
image

პარაფსიქოლოგია - მეცნიერება, რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანის ფსიქიკის რეზერვების გამოყენებისა წინასწარჭვრეტისთვის, აზრის გადაცემისთვისა და სხვა ფარული ფუნქციებისთვის - უძველესი დროიდან გამოიყენება საბრძოლო პირობებში. ამ მეცნიერებას ფლობდნენ ეგვიპტელი და ბაბილონელი ქურუმები, რომლებიც სახელმწიფოებს მართავდნენ, და რჩეული მეომრები. საუკუნეების მანძილზე უნიკალური ცოდნა გადაეცემოდა მხოლოდ რჩეულებს.


ХХ საუკუნის დასაწყისში სპეცსამსაუხრებმა ამ მეცნიერების მიმართ იმდენად დიდი ინტერესი გამოავლინეს, რომ სპეციაური ინსტიტუტების შექმნაც დაიწყო, სადაც ისწავლებოდა პარაფსიქოლოგიის გამოყენება საომარი მოქმედებების დროს მოწინააღმდგეგეზე უპირატესობის მოსაპოვებლად. გერმანიაში 30-40-იან წლებში არსებობდა ინსტიტუტი სახელწოდებით "ანენერბე" (გერმ. "წინაპართა დანატოვერი"), სსრკ-ში კი ამ დროს წარმატებით მუშაობდა გლებ ბოკიის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ( НКВД) ლაბორატორია. აშშ-ს სპეცსამსახურებმა პარაფსიქოლოგიის აქტიური გამოყენება 40-იან წლებში დაიწყო. ამგვარი ინტერესი მის მიმართ გასაკვირი არ არის, რადგან ეს მეცნიერება, რომელიც აერთიანებს მედიცინისა და ფსიქოლოგიის გამოყენებას, საშუალებას იძლევა ბრძოლაში მოწინააღმდეგეზე გამარჯვების მოპოვებას არაკონტაქტური მეთოდით.

image


პარაფსიქოლოგიის საბრძოლო მეთოდები, კერძოდ კი ე.წ. კადოჩნიკოვის (ალექსეი კადოჩნიკოვი, ფსიქოლოგი, დაბ. 1935 წ.) სისტემა რუსეთმა ჩეჩნეთში ომის დროს გამოიყენა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეტაკონტაქტი - რომელიც სარწმუნო ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა. ამ მეთოდით შესაძლოა რეალური შეფასება მოხდეს საფრთხისა და დროულად იქნას გამოყენებული თავდაცვითი ტექნიკა.


როგორც გენერალ - ლეიტენენტი ალექსეი სავინი აცხადებს, მეტაკონტაქტის მეთოდიკაში სპეცრაზმელთა მომზადების დროს თუ კურსანტს დავალების შესრულებისას სარწმუნობა 90%-ზე ნაკლები ექნება, მას ჩათვალს არ უწერენ. მომზადების შედეგად გამოარჩევენ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც გარკვეული ტალანტი აღმოაჩნდება ამ მიმართულებით და მისგან აყალიბებენ თითქმის იდეალურ მებრძოლ-მზვერავს.


შეკითხვაზე "შესაძლოა თუ არა მეტაკონტაქტის საშუალებით ზემოქმედება მოახდინო გადაწყვეტილების მიღებაზე და პირიქით, თავი დაიცვა ამგვარი ზემოქმედებისგან?" - ლეიტენენტი სავინი პასუხობს: "ამგვარი გავლენისგან დაცვა არ არსებობს. ჩვენ შევიმუშავეთ ზემოქმედების ისეთი სისტემა, რომლისგანაც თავდაცვა არ არსებობს. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებას, ეს შესაძლებელია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენ ამის გაკეთება ვერ მოვასწარით. იყო ცალკეული ექსპერიმენტები და ცდების დონეზე კარგ შედეგებზეც გავედით. მაგრამ სპეცსამსახურების სწავლებაში მასიური შეტანა ჯერ ვერ მოვასწარით."


image
მეტაქონტაქტი მოქმედებს უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროსაც: სათანადოდ გაწვრთნილ ადამიანს შეუძლია როგორც ჩასაფრებულების აღმოჩენა, ასევე მოწინააღმდეგის ჩანაფიქრის გაგება - ბანდიტური თუ ტერორისტული დაჯგუფებებისა და მათი შტაბების, საცავების, სამალავების აღმოჩენა და გახსნა. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამაზე 90-იანი წლებიდან დაიწყეს მუშაობა და დღეს ძალიან ეფექტურად გამოიყენება.


სავინის აზრით "კარგია თუ ამ მეთოდიკაში დიდი ჯგუფები მომზადდება. 1, 5-2 წლის მანძილზე მომზადების შედეგად მათი კარგ დონეზე აყვანა შეიძლება. საშუალოდ წელიწადში შეიძლება მომზადდეს 200 კაცი, რომლებიც პროფესიონალები გახდებიან. ჩვენ მათ შევასწავლით მეთოდების ერთიანობას, მათ შორის ჩანაფიქრების გაგების, შენიღბული ობიექტების აღმოჩენის, საფრთხის წინასწარ დანახვისა და თავისიანებს შორის პოტენციური გამყიდველის აღმოჩენის მეთოდებს. თუ გაწვრთნილი სპეცრაზმის მეომრები მოწინააღმდეგეს ჩაიგდებენ ტყვედ, მათ ერთ საათში დეტალურად ეცოდინებათ როგორი ადმიანია მათ წინაშე, რომელია მისი სუსტი და ძლიერი წერტილები. ძალიან გაუადვილდებათ ასევე ჩანერგვის შესრულებაც. ისინი შეიარაღებუი იქნებიან ეფექტური ტექნოლოგიით, მუშაობის ეფექტურობა მაღალი იქნება და დანაკარგებიც შემცირდება."


შეკითხვაზე - "შეიძლება თუ არა ამ მეთოდიკით ბრძოლის დროს მკურნალობა და სისხლდენის შეჩერება?" - ლეიტენენტი სავინი პასუხობს: " სისხლდენის შეჩერება ძნელად თუ მოხდება, სამაგიეროდ შეიძლება ტკივილის შემსუბუქება. თუ მოხდა სისტემური დაზიანება, მაგალითად კონტუზია, ჩვენი მეთოდი ერთადერთი ეფექტურია ამ შემთხვევაში. ადამიანს ეძლევა ენერგოინფორმაციული შევსება.



0
926
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
926
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0