სხვა ქალაქის მერმა ნაგავი ხალხს უკან დაუბრუნა! 2016, 24 სექტემბერი, 0:03 საფრანგეთში პიკარდიას რეგიონში მოხდა ინციდენტი, რომელმაც მოსახლეობა გაანაწყენა. ტყეში სეირნობისას, ჰაერით და ბუნებით ტკბობისას, ერთმა მამაკაცმა ჩავლილი სატვირთო მანქანა შეამჩნია. ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. საეჭვო იყო ის ფაქტი, რომ მანქანა მიდიოდა არა სამანქანო გზაზე პირდაპირ ტყეში. მოულოდნელად სატვირთო მანქანა გაჩერდა. მამაკაცი ახლოს მივიდა, რომ ენახა რა ხდებოდა, და ნანახით შოკირებული დარჩა.
სატვირთომ ნაგვის გორა პირდაპირ ტყეში დაყარა. ისინი, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, სავარაუდოდ ფიქრობდნენ, რომ ვერავინ ვერ შეამჩნია, მაგრამ მათ არ გაუმართლათ. მამაკაცი უკიდურესად აღშფოთებული იყო ნანახით და ამ ინციდენტის შესახებ ქალაქის მერიაში განაცხადა. ქალაქის მერისთვის, კრისტოფერ დიტრიხისთვის ეს შემთხვევა ბოლო წვეთი გახდა და მან გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებია ყველასთვის, ვინც გარემოს დააბინძურებდა. ჭკუის სასწავლებლად მერმა „დაბრუნების“ პრინციპი გამოიყენა. ნაგავი სახლის ზღურბლთან უბრუნდებოდა მათ, ვინც მას გადაყრიდა. დატოვებდნენე რა ნაგავს ტყეში, მალევე მას თავიანთ სახლთან პოულობდნენ. ისინი გაკვირვებული იყვნენ და ბრაზობდნენ, როცა ნაგავს უბრუნებდნენ, მაგრამ მერი ამაზე პასუხობდა: „მე არაფერ კანონსაწინააღმდეგოს არ ვაკეთებ. მე ქონებას ვუბრუნებ მათ კანონიერ მფლობელებს“. ასეთ რადიკალურ მეთოდს დადებითი შედეგი მოჰყვა. რა თქმა უნდა, ყველამ არ შეწყვიტა ტყის დაბინძურება, მაგრამ მერის ასეთმა ქმედებამ 90%-ით შეამცირა ნაგვის უკანონო გატანა! ცვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ტაში დავუკრათ ბატონ მერს გამბედაობისთვის! 332 12-ს მოსწონს |
და ვინაა "კარენოი თბილისელი"-ხოხობი? :)))
თან ნარმანია თბილისელია დიდი ხანია უკვე...