x
image
Guns N Roses
30 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ

30 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ


image












რა ჯობია კარგი წიგნის წაკითხვას? მითუმეტეს მაშინ როდესაც გინდა რეალობას გაექცე.. ერთ კარგ წიგნს შეუძლია თქვენი შეცვლა, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. მინდა შემოგთავაზოთ იმ უამრავი უნიკალური წიგნებიდან, მცირე ვარიანტი რომელებიც უნდა წაკითხოთ სანამ ცოცხალი ხართ.


1. ვიქტორ ჰიუგო - კაცი, რომელიც იცინის



რომანში აღწერილია მე-17 საუკუნის დასასრულისა და მე-18 საუკუნის დასაწყისის ინგლისის ცხოვრება. მთავარი გმირი ინგლისელი დიდგვაროვანის, ლორდი კრენჩარლის შვილია, ის მეფის ბრძანებით მოიტაცეს ორი წლის ასაკში და მას ისეთი ოპერაცია ჩაუტარეს რომელმაც მის სახეზე სამუდამოდ აღწერა სიცილი, რისი მიზეზიც ის გახლდათ რომ მამამისმა მეფეს უღალატა და რესპუბლიკის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი, რაც რათქმაუნდა მონარქიის გადავარდნას ნიშნავდა. მთავარ გმირს ჯამბაზობისთვის ამზადებნენ, მას არ ახსოვდა მისი ჩამომავლობა, მან საკუთარი სახელიც კი არ იცოდა, მისი დამმახინჯებლები მას გუინპლენს ეძახდნენ და ამიტომაც ისიც თავის თავს ასე ეძახდა.



2. ვიქტორ ჰიუგო - საბრალონი


ვიქტორ ჰიუგომ ნაწარმოებში დასვა აქტუალური პრობლემები: ადამიანის დამცირება იმის გამო, რომ იგი საზოგადოების დაბალ ფენებს ეკუთვნის, ქალის ზნეობრივი დაცემა სიდუხჭირის გამო და ბავშვის დაძაბუნება უმეცრების ნიადაგზე.სიუჟეტი ტრიალებს ჟან ვალჟანის ირგვლივ. ღარიბმა ჟან ვალჟანმა მშიერი ბავშვების დასაპურებლად საფუნთუშედან პური მოიპარა. იგი დააპატიმრეს, გაასამართლეს და ხუთი წლით კატორღა მიუსაჯეს. ჟან–ვალჟანმა რამდენიმეჯერ სცადა გაქცევა, მაგრამ მას ყოველთვის იჭერდნენ და პატიმრობის ვადას უხანგრძლივებდნენ. ჟან ვალჟანმა კატორღაში ცხრამეტი წელი გაატარა.



3. თედორე "ფიოდორ" დოსტოევსკი - ძმები კარამაზოვები.



თედორე დოსტოევსკის ბოლო რომანი, რომელიც მისი ცხოვრებისეული შრომის კულმინაციას წარმოადგენს. დოსტოევსკიმ ამ რომანის შექმნას ორი წელი დაუთმო. ის სერიულად იბეჭდებოდა „რუსეთის მაცნეში“ 1880 წლის ნოემბრამდე. მწერლის ჩანაფიქრით ეს რომანი ეპიკური ნაწარმოების „დიდი ცოდვილის ცხოვრება“ პირველი ნაწილი უნდა გამხდარიყო, თუმცა ის ამ წიგნის გამოცემიდან ოთხ თვეში გარდაიცვალა.


4. ჯეკ ლონდონი - მარტინ იდენი



შეეხება ახალგაზრდა თვითნასწავლ მუშას, რომელიც ცდილობს გახდეს მწერალი. ყოფილი მეზღვაური მუშათა კლასიდან, რომელსაც უყვარდება ახალგაზრდა, ბურჟუაზიული წრის წარმომადგენელი რუთი და იწყებს სწავლას, რათა გახდეს მწერალი და სურს დაქორწინდეს მასზე.
დაიწერა 1909 წელს. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „Pacific Monthly-ში“ 1908 წლის სექტემბრიდან 1909 წლის სექტემბრამდე. წიგნის სახით გამოქვეყნდა 1909 წელს გამომცემლობა „Macmillan-ის“ მიერ.


5. თედორე დოსტოევსკი - იდიოტი


რომანის მთავარი გმირი, ოცდაექვსი წლის თავადი ლევ მიშკინი შვეიცარიის ერთ-ერთ სანატორიუმში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში ბრუნდება. გულუბრყვილობისა და ბუნებრივი ხასიათის გამოსანქტ-პეტერბურგის საზოგადოება მას შეიძულებს. მოულოდნელად იგი აღმოჩნდება კოხტად შენახული ქალისა (ნასტასია) და სათნო, კოხტა ახალგაზრდა გოგოს (აგლაია) ბრძოლის ცენტრში; ბრძოლა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. საუბედუროდ, მიშკინის ზედმეტი გულკეთილობა აჩქარებს უბედურებას; რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოს ფული, ძალაუფლება, და სექსუალური დამორჩილება განაგებს, სანატორიუმი ალბათ ერთადერთ ადგილად რჩება, სადაც სიწმინდის შენარჩუნებაა შესაძლებელი. მიშკინი განასახიერებს „შედარებით მშვენიერ კაცს“, სახელდობრ ქრისტეს.



6. ვიქტორ ჰიუგო - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი



მასში ასახულია XV საუკუნის პარიზის ცხოვრება. რომანის მთავარი პერსონაჟების გრძნობებისა და მოქმედების ჩვენებით ჰიუგო აყენებს ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, როგორიცაა სიყვარული, ცოდვა, სიკვდილი. რომანი ვითარდება სამი მთავარი მოქმედი გმირის – არქიდიაკონ კლოდ ფროლოს, ზართა მრეკველ მახინჯკვაზიმოდოსა და ულამაზესი ბოშა ქალის ესმერალდას ირგვლივ. ღვთისმსახური კლოდ ფროლო მეცნიერების რამდენიმე დარგს ფლობდა, მაღალი მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში. მან სიცოცხლე შეუნარჩუნა და აღზარდა ქუჩაში ნაპოვნი ჩვილი ბავშვი კვაზიმოდო, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. მაგრამ ღვთისმსახური სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა, როდესაც მისი გრძნობები ესმერალდამ უპასუხოდ დატოვა.



7. მარგარეტ მიტჩელი - ქარწაღებულნი


თუკი ცნების - "ყველა დროის ბესტსელერი" ასახსნელად მაგალითის მოშველიება დაგვჭირდება, თამამად შეიძლება მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნი" ვახსენოთ. ამ რომანისთვის, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა, 1937 წელს დაჯილდოვდა პულიცერის პრემიით. რომანის ამერიკული კინოადაპტაცია (1939) ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მოგებიანი ფილმი გახდა და რეკორდული რაოდენობის კინოაკადემიის ოსკარი აქვს მიღებული.


8. ვიქტორ ჰიუგო - 93 წელი



ვიქტორ ჰიუგოს ისტორიული რომანი. მასში გადმოცემულია საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროინდელი მოვლენები. იაკობინთა დიქტატურის პერიოდისსაფრანგეთის ბრძოლა გარეშე მტერთან და ვანდეელ მეამბოხეებთან. რომანის მთავარი გმირის ლანტენაკის, სიმურდენისა და გოვენის დახასიათებით, მათი საქმიანობის ჩვენებით ჰიუგომ დახატა რევოლუციის დროინდელი საფრანგეთის ის ძალები, რომლებსაც სხვადასხვაგვარად ესმით სამშობლოს კეთილდღეობა, სხვადასხვანაირად იღვწიან საფრანგეთისთვის. ისინი სხვადასხვა პრინციპებს ემსახურებიან. ამისათვის მათ ერთმანეთთან დაპირისპირება და ბრძოლაც უხდებათ.



9. ემილი ბრონტე - ქარიშხლიანი უღელტეხილი


წიგნი სიყვარულსა და სიძულვილზე. ერთი დიდი სიძულვილის ისტორიაა, გაბოროტებული ადამიანი როგორ უნგრევს ყველას ცხოვრებას. თუმცა მთავარი მაინც ის საფუძველია, რამაც ამხელა შურისძიების სურვილი გამოიწვია. არადა, ერთი შეხედვით, ყველაფერს სიყვარულისთვის აკეთებს.ჰიტკლიფი ბოშა იყო და უპატრონოდ მიგდებული ერნშოუმ სახლში წამოიყვანა, ამ ერთი შეხედვით კეთილშობილურმა საქმიელმა ორი ოჯახის ისტორია მთლიანად განსაზღვრა.
ადამიანების პიროვნებად ჩამოყალიბებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები უკვალოდ არ ქრება და ილექება. ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები კი ყველაზე მძაფრად ვლინდება და წლების შემდეგ ცნობიერში ამოდის. ამიტომაა ხოლმე თითქოს უმნიშვნელო ქმედება ღრმა კვალს რომ ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში.


10. კენ კიზი - გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა


ითვლება ბიტნიკებისა და ჰიპების მოძრაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ნაწარმოებად. 1975წელს ნაწარმოების მიხედვით მილოშ ფორმანმა გადაიღო ცნობილი ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. რომანის მოქმედება ვითარდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მთხრობელია ერთ-ერთი პაციენტი, ინდიელი ბრომდენი. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია თავისუფლებისმოყვარული პაციენტი რენდლ პატრიკ მაკმერფი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ციხიდან ხვდება. სავარაუდოდ, ის იგონებსფსიქიურ აშლილობას, რათა თავი დააღწიოს საკატორღო სამუშაოებს. სხვა პაციენტები რომანში წარმოდგენილნი არიან არა როგორც სულიერად დაავადებულები, არამედ როგორც საზოგადოების უმრავლესობის მიერ გარიყული ნორმალური ადამიანები.


11. რაფაელო ჯიოვანოლი - სპარტაკი


წიგნი ისტორიულ სინამდვილეზეა აგებული და მასში დაწვრილებითაა აღწერილი ძველ რომაელთა ყოფა; გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად მოხსენიებულია არაერთი ისტორიული პიროვნება, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ მაშინდელ მსოფლიო პოლიტიკაში. ისტორიული პირია ნაწარმოების მთავარი პერსონაჟიც, სპარტაკი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომაელი გლადიატორი, რომელსაც წლების განმავლობაში აიძულებდნენ, არენაზე გასულიყო და ხალხი გაერთო, რათა საყვარელი ქალის ნახვის უფლება მოეპოვებინა. სპარტაკი მეთაურობდა მსოფლიო ისტორიაში მონათა ერთ-ერთ ყველაზე დიდ აჯანყებას, რომელიც რომაელებმა საბოლოოდ სისხლში ჩაახშეს.


12. შარლოტა ბრონტე - ჯეინ ეარი



პირველად გამოქვეყნდა 1847 წელსლონდონში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ინგლისურ რომანს. თავიდან ბრონტემ მას ასე უწოდა: ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია, რომელიც მან კურერ ბელის (Currer Bell) ფსევდონიმით გამოსცა. ეს ავტორისათვის უცაბედი წარმატება აღმოჩნდა.





13. სტივენ კინგი - მწვანე გზა


ფილმში მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში იწყება, სადაც ხნიერი პოლ ეჯკომბი ცხოვრობს. ის თავის მეგობარ ელენს უყვება იმ ისტორიას რომელიც მას 1932 წელს გადახდა, როდესაც მის ბლოკში ახალი სიკვდილმისჯილი – ჯონ კოფი შეიყვანეს. კოფის ბრალად ედებოდა ორი მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა.



14. ოსკარ უაილდი - დორიან გრეის პორტრეტი



ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანი. პირველად 1890 წლის ივნისში გამოიცა ჟურნალში „Lippincott’s Monthly Magazine“, 1891 წელს კი ავტორისეული ჩასწორებებით და ჩამატებებით − ცალკე წიგნის სახით. რომანის სიუჟეტში აღწერილია ახალგაზრდა შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცი დორიან გრეი, რომელსაც მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. ამ რომანის მთავარი გმირი ტკბებოდა პორტრეტის სილამაზით და ფიქრი არ სცილდებოდა მას:

„ოჰ, ყველაფერი თუ უკუღმა ყოფილიყო! პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე, როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს!"



15. ლევ ტოლსტოი - ანა კარენინა



ლევ ტოლსტოის სალიტერატურო სტილი მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებშიც დაცულია, იგი მაღალი სწრის საზოგადოებაზე მოგვითხრობს, უფრო სწორად მაღალი წრის წარმომადგენელზე, ანას აქვს ყველაფერი სიმდიდრე, ბედნიერი ცხოვრებაც მაგრამ არ აქვს სიყვარული რაც ყველაზე მეტად ჭირდება, მაგრამ განსხვავებულად ფიქრობენ მის გარშემო მყოფები, მისი წარმატებული მეუღლე და შვილი... ოფიცერი ვრონსკი კი ამ ყველაფერს თავდაყირა აყენებს.



16. ალექსანდრე დიუმა - გრაფი მონტე-კრისტო


— ალექსანდრე დიუმას სათავგადასავლო რომანი, რომელიც გამოიცა 1844-1846 წლებში. მსგავსად ბევრი მისი ნაწარმოებისა, დიუმა ამ რომანშიც იყენებს თავისი თანამშრომელი მწერლის, ავგუსტ მაკეს შეთავაზებულ სიუჟეტებს, რომელიც ძირითადად მოჩვენებებზე წერდა. მოქმედება ვითარდება ახალგაზრდა ედმონ დანტესის გარშემო, რომელიც არის გემის კაპიტნის თანაშემწე და უახლოეს მომავალში უნდა გახდეს გემის კაპიტანი. თუმცა ის ადამიანები, რომელთანაც დანტესი მეგობრობს უდანაშაულოდ დასდებენ ბრალს საფრანგეთის სამეფოს ღალატში. ედმონს საკუთარ ნიშნობაზე აკავებენ და სამუდამოდ გზავნიან ციხესიმაგრე "იფში". ედმონი იქ 14 წელს გაატარებს და ამ დროის განმავლობაში შეშლილად გამოცხადებულ აბატ ფარიას გაიცნობს, რომელიც ბევრ რამეს ასწავლის ედმონს და ამასთან ერთად უანდერძებს უდიდეს ქონებას, რომელიც კუნძულ მონტე-კრისტოზე ინახება. 33 წლის ედმონ დანტესი ციხიდან გაქცევას ახერხებს და აბატის ქონებას პოულობს. თავდაპირველად, ყველა თავის მეგობარს ეხმარება, ხოლო შემდეგ გრაფი მონტე-კრისტოს სახელით შურისძიებას იწყებს ადამიანებზე, რომელთაც ის სამუდამო პატომრობისათვის გაიმეტეს.




17. თეოდორ დოსტოევსკი - დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი


თეოდორ მიხეილის ძე დოსტოევსკი დაიბადა 1821 წელს. ღარიბი მოსკოველი ექიმის შვილი იყო. ახალგაზრდობისას იგი ინჟინრად ემზადებოდა, მაგრამ მალე ხელი აუღია ამ პროფესიაზე. სამწერლო ასპარეზზე დოსტოევსკი ორმოციან წლებში გამოვიდა და უმალვე მიიპყრო ყურადღება, როგორც იშვიათმა ფსიქოლოგმა და ჰუმანურმა შემოქმედმა.



18. ბრემ სტოკერი - დრაკულა



ვამპირ გრაფ დრაკულას უყვარდა ქალი, სახელად ელიზაბეტა. 1462 წელს, თურქებთან ბრძოლიდან დაბრუნებისას დრაკულა გაიგებს, რომ ელიზაბეტამ თავი მოიკლა, რადგან მას დრაკულას სიკვდილის შესახებ ამცნეს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ დრაკულა ტოვებს ტრანსილვანიას და ინგლისში მიემგზავრება. იქ ის გაიცნობს მშვენიერ მინა მიურეის, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ელიზაბეტას. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდება, მაგრამ მინა დანიშნულია და ცოლად მიჰყვება ახალგაზრდა ადვოკატ ჯონათან ჰარკერს. დრაკულა სასოწარკვეთილებაში ჩავარდება და ეს მას შურისძიებისაკენ უბიძგებს. მას შემდეგ რაც, რამდენიმე ადამიანი გახდება დრაკულას მსხვერპლი, პროფესორი აბრაამ ვან ჰელსინგი საბოლოოდ დარწმუნდება ვამპირების არსებობაში და მათზე ნადირობას დაიწყებს. ამაში მას ეხმარება ჯონათან ჰარკერიც, რადგან მისი მეუღლე მთლიანად დრაკულაზე ფიქრითაა შეპყრობილი.



19. თეოდორ დოსტოევსკი - დანაშაული და სასჯელი



სიუჟეტი ვითარდება მთავარი გმირის როდიონ რასკოლნიკოვის ირგვლივ, რომლის გონებაშიც მწიფდება დანაშაულის თეორია. რასკოლნიკოვი უკიდურესად ხელმოკლეა, მას არა თუ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის, არამედ საცხოვრებლის ქირის გადახდაც კი არ შეუძლია. უღარიბესნი არიან მისი და და დედაც. მოულოდნელად ის შეიტყობს, რომ თავის და (დუნია რასკოლნიკოვა) აპირებს ცოლად გაჰყვეს კაცს, რომელიც სულაც არ აპირებს ფინანსურად დაეხმაროს მეუღლის ოჯახს. ეს ფაქტი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდება, რის შემდეგაც რასკოლნიკოვი მოხუცი მევახშის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა იძულებული გახდება მოკლას მოწმეც — მისი და. მაგრამ რასკოლნიკოვისთვის შეუძლებელი ხდება ისარგებლოს ნაქურდალით. ამის შემდეგ იწყება დამნაშავის საშინელი ცხოვრება. ნაწარმოებში ჩანს დოსტოევსკის ნატიფი ფსიქოლოგიზმი. რომანში ჩნდება უფრო და უფრო მეტი ახალი სახე. ბედი მას შეახვედრებს მარტოსულ, შეშინებულ, ღარიბ გოგონას, რომელშიც ის პოულობს მშობლიურ სულსა და დასაყრდენს — ეს იყო სონია მარმელადოვა, რომელიც ოჯახს პროსტიტუციის გზით არჩენდა. რასკოლნიკოვი მხარდაჭერას ასევე პოულობს უნივერსიტეტის მეგობარ რაზუმიხინში, რომელსაც მისი და — ავდოტია რომანოვნა რასკოლნიკოვა უყვარს.




20. მარიო პიუზო - ნათლია


მწერალს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა "ნათლი მამამ".ამ ნაწარმოების დაწერის იდეა თვითონ მარიო კალერს ეკუთვნის მაგრამ მის გამოქვეყნებაში მისი მეგობარი ბენი ბრიუსი დაეხმარა, რომელმაც მწერალი რედაქტორს შეახვედრა, მწერალმა რედაქტორს მხოლოდ იდეა გააცნო რაშიც მან ავანსის სახით 5000 დოლარი მიიღო.1970-იან წლებში "ნათლი მამა" მსოფლიო ბესცელერად იქცა, რამაც მწერალს, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე ლიტერატურულ სამყაროში წარმატება მოუტანა.



21. ალექსანდრე დიუმა - სამი მუშკეტერი



ალექსანდრე დიუმა მამის რომანი, რომელშიც მოთხრობილია ახალგაზრდა გასკონელის, დ’არტანიანის თავგადასავალი. სიუჟეტის მიხედვით, იგი ჩადისპარიზში, რადგან სურს, გახდეს სამეფო მუშკეტერი. საგულისხმოა, რომ სამ მუშკეტერში იგულისხმებიან შემდგომში მისი მეგობრები: ათოსი, პორთოსი და არამისი. მათი მთავარი დევიზია — „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“.



22. ჯორჯ ორეული - 1984




რომანის მთავარი გმირია უინსტონ სმითი. იგი ცხოვრობს ლონდონში, მუშაობს სიმართლის სამინისტროში და არის გარე პარტიის წევრი. იგი არ უჭერს მხარს პარტიულ ლოზუნგებსა თუ იდეოლოგიას და გულის სიღრმეში პარტიას, გარშემო არსებულ რეალობასა და ზოგადად, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. რათა საკუთარი ემოციები დახარჯოს, იგი ავსებს დღიურს, რომელშიც საკუთარ აზრებს გადმოსცემს. სხვების დასანახად ის ცდილობს პარტიული იდეების მოყვარულად გამოიყურებოდეს. მაგრამ ეშინია, რომ გოგონა ჯულია, რომელიც იმავე სამინისტროში მუშაობს, მას უთვალთვალებს და სურს მისი გამოაშკარავება. იმავე დროს სმითი ფიქრობს, რომ მათი სამინისტროს მაღალჩინოსანი, შიდა პარტიის წევრი, ვინმე ო’ბრაიენი ასევე არ უჭერს მხარს პარტიულ იდეებს და ფარული რევოლუციონერია.



23. პაოლო კოელიო - ალქიმიკოსი


ბრაზილიელი მწერლისა და ლირიკოსის პაულო კოელიოს ( დ. 24 აგვისტო 1947) "ალქიმიკოსი" თანამედროვე კლასიკადაა აღიარებული.უკვე რამდენიმე წელია რაც პაულო კოელიოს ეს წიგნი მსოფლიო ბესტსელერების სიაში პირველობას არ თმობს.1980-იანი წლებიდან მოყოლებული, იგი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია.მისი წიგნები 100 მილიონიანი ტირაჟითაა გაყიდული და შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს 70-ზე მეტ ენაზე თარგმნილი წიგნის "ალქიმიკოსის" ავტორი.



24. ერიხ მარია რემარკი - ტრიუმფალური თაღი


ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც გამოიცა 1945 წელს. მწერალი მასში აღწერს გერმანელი ლტოლვილის ცხოვრებას, რომელიც არალეგალურად გადმოვიდა გერმანიიდან პარიზშიმეორე მსოფლიო ომამდე. რომანის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ შემდეგ, „ტრიუმფალური თაღი“გახდა მწერლის რიგით მეორე ბესთსელერი მსოფლიოს მასშტაბით. ტრიუმფალური თაღი არის ტრიადის დასასრული, რომელიც დაიწყო რემარკმა სამი მეგობრით. მთავარ გმირ რავიკს აწუხებს ეგზისტენციალურიპრობლემები, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს, იგი მოსვენებას ვერ პოვებს ვერც პარიზში.



25. სერვანტესი - დონ კიხოტი



მიეკუთვნება ესპანური ლიტერატურის „ოქროს ხანას“. თავდაპირველად გამოიცა ორ წიგნად 1605 და 1615 წლებში. ითვლება ესპანური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნიმუშად. ნაწარმოების მნიშვნელობა კარგად ჩანს იმ ფაქტიდან, რომ ზოგიერთი მკვლევარის თანახმად, „დონ კიხოტი“ მსოფლიო ტირაჟით მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩება. თავდაპირველად, რომანი ჩაფიქრებული იყო, როგორც პაროდია შუა საუკუნეების სარაინდო რომანებზე, თუმცა საბოლოოდ ნაწარმოებში აისახა სერვანტესის პერიოდის ესპანეთის სრული სურათი, ყველა დადებითი, თუ უარყოფითი მხარით. დიდი ადგილი უჭირავს ასევე ზოგადსაკაცობრიო და საყოველთაო სიბრძნეს, რომელიც კონკრეტული ქვეყნით და საუკუნით ვერ შემოიფარგლება. „დონ კიხოტის“ ასეთი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მასში მსუბუქი იუმორისტული და ხშირად სატირული ფორმით არის გადმოცემული ღრმად ფილოსოფიური აზრები ცხოვრების შესახებ.



26. გაბრიელ გარსია მარკესი - მარტოობის ასი წელიწადი



ტრაგიკული და, ამავე დროს, სასაცილომდე უცნაურია ერთ შორეულ მიყრუებულ სოფელში - მაკონდოში დასახლებული ბუენდიების გვარის ამბავი. ბუენდიები უმეტესად ძლიერი ვნებებისა და რკინის ნების ადამიანები იყვნენ: უყვარდათ, სძულდათ, შრომობდნენ, ომობდნენ, ერთ დღეს კი თავს დაატყდათ სტიქია და პირისაგან მიწისა აღიგავა მაკონდო და ბუენდიების უკანასკნელი ნაშიერი.


27. ერიხ მარია რემარკი - ლისაბონის ღამე


ერიხ მარია რემარკის "ლისაბონის ღამის" გმირების სულიერი სამყარო და დატრიალებული უბედურება საბედისწეროდ ერწყმის ერთმანეთს. ავტორი თითქოს თავად გვევლინება მთხრობელის როლში და გვიამბობს იმ ადამიანთა გრძნობებსა და განცდებზე, რომლებიც ცდილობენ ამ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნონ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ ადამიანური სახე, საკუთარი მრწამსი და იმედი, რომ ოდესმე ეს ჯოჯოხეთი უთუოდ დასრულდება", - ასე ახასიათებენ ერიხ მარია რემარკის "ლისაბონის ღამეს" გამომცემლობა "პალიტრა L"-ში, რომელმაც ნაწარმოები ქართულ ენაზე პირველად გამოსცა.


28. ენტონი ბერჯესი - მექანიკური ფორთოხალი



ინგლისელი მწერლის, ენტონი ბერჯესის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანი „მექანიკური ფორთოხალი“, რომელიც 1962 წელს გამოჩნდა ინგლისის წიგნის ბაზარზე. ეს არის არასრულწლოვანი კანონდამრღვევის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ამბავი, რომელიც პირქუშ სინამდვილეში ვითარდება. ამბავი იმისა, თუ როგორ გადის არასრულწლოვანი დამნაშავე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ გამოსასწორებელ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ამბავი ერთი მელომანი სადისტისა, რომელიც ძალადობის ინსტინქტის ჩასახშობად გამიზნული, არანაკლებ სადისტური მეცნიერული ექსპერიმენტის მსხვერპლი შეიქნა.


29. ჯორჯ მარტინი - ყინულისა და ცეცხლის სიმღერა


ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანთა სერია, დაწერილი ამერიკელ ავტორ, ჯორჯ მარტინის მიერ. მარტინმა სერიაზე მუშაობა 1991 წელს დაიწყო და პირველი ტომი, „სატახტოთა თამაში“, 1996 წელს გამოიცა. თავიდან სამტომეულად დაგეგმილი სერია თანდათან ოთხ, ექვს და საბოლოოდ შვიდტომეულამდე გაფართოვდა. მეხუთე წიგნი, „ცეკვა დრაკონებთან“, ხუთი წელი იწერებოდა და 2011 წელს გამოიცა. მეექვსე, „ზამთრის ქარები“ კი, დაწერის პროცესშია.
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერაში“ მოვლენები რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის მქონე გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე ვითარდება. თხრობა მიმდინარეობს მესამე პირში, სხვადასხვა პერსონაჟთა პერსპექტივიდან, რომელთა რაოდენობაც მეხუთე რომანისათვის 31–ს აღწევს. იკვეთება სიუჟეტის სამი ხაზი: რამდენიმე საგვარეულოს დაპირისპირება ვესტეროსის ტახტისათვის; ჩრდილოეთ–ვესტეროსის ყინულოვანი კედლის გაღმა მცხოვრები ზებუნებრივი სხვებისაგან მომდინარე საფრთხის ზრდა; სამოქალაქო ომში მოკლული მეფის შვილის, დენერის ტარგარიენის ამბიცია, ცეცხლისმფრქვეველ დრაკონებთან ერთად დაბრუნდეს ვესტეროსში და რკინის ტახტი დაიბრუნოს.
მარტინის შთაგონების ძირითადი წყაროა ვარდების ომი. სერიას აქებენ მისი რეალიზმისათვის, სადაც მაგიაუკანა პლანზეა გადატანილი და ამის სანაცვლოდ ბრძოლები და პოლიტიკური ინტრიგებია წინ წამოწეული. ასევე, ხშირია ძალადობა, სექსი და მორალური ბუნდოვანება. მთავარი პერსონაჟები ხშირად კვდებიან, რათა მკითხველები გმირების უსაფრთხოებაში დარწმუნებამ არ დაამშვიდოს. განსხვავებული პერსპექტივები პერსონაჟთა სხვადასხვა კუთხიდან დანახვის შესაძლებლობას ქმნიან, მათ შორის არის სავარაუდო არამზადების პერსპექტივებიც.



30. მერი შელი - ფრანკენშტაინი

3
3679
7-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
3679
  
2016, 3 ოქტომბერი, 18:13
თქვენი შედგენილია? ჩემი აზრით 30 წიგნში, ერთი მწერლის 4 ნაწარმოები არ უნდა შედიოდეს.
2016, 25 სექტემბერი, 18:32
შექსპირი?
2016, 22 სექტემბერი, 22:18
ვაა მეგონა ტოლკინის ბეჭდების მბრძანებელიც იქნებოდა.. მსოფლიო ათეულებში ხშირად შემხვდა, თან ძალიან მომწონს, ჰერი პოტერიც რათქმაუნდა
0 1 3