სასარგებლო პროდუქტები თქვენ ამის შემდეგ აღარ გადაყრით ლიმონის ცედრას! 2016, 22 სექტემბერი, 13:24 ლიმონის წვენის გამოწურვის შემდეგ, ქერქს უმეტესად ვაგდებთ. ამ სტატიაში შევეხებით ლიმონის ქერქის სასარგებლო თვისებებზე, რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკისა და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ლიმონის ცედრა შეიცავს 5-10-ჯერ მეტ ვიტამინს, ვიდრე მისი წვენი. მათ შორის С, А, ბეტა-კაროტინს, კალციუმს, მაგნიუმს და კალიუმს. ლიმონის ქერქი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლაში. Salvestrol Q40-ძალიან მნიშვნელოვანია სიმსივნის საწყის ეტაპზე, განსაკუთრებით კი მკერდის, მსხვილი ნაწლავისა და კანის სიმსივნის შემთხვევაში. ლიმონის ცედრა მდიდარია С და Р(ფლავონოიდები) ვიტამინებით, რომელთა კომბინაციაც წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს "ცუდ" ქოლესტერინს და მაღალ არტერიულ წნევას. ასევე ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას და აძლიერებს ძვლებს. ლიმონის ცედრისგან ნაყენის დამზადება: კარგად გარეცხილ 2 ლიმონს გამოვაცალოთ წვენი და დავწრათ წვრილ ნაწილებად. 2-3 ლიტრ ტბილ წყალსი ჩავყაროთ ცედრა და 12 საათით გავაჩეროთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი ნაყენი ყოველ სამ საათში ერთხელ, ყოველი საკვების მიღების წინ და კვების შემდეგ. ეს რეცეპტი იდეალურია ათეროსკლეროზის, ქოლესტერინის და არტერიული ჰიპერტენზიის დროს, ვინაიდან მასში Р ვიტამინის მაღალი შემცველობაა. С ვიტამინთან კომბინაციაში კი ეს ვიტამინები ასუფთავებს სისხლძარღვებს და ზრდის სისხლის მიმოქცევას. საუკეთესო საშუალება ლიმონის ცედრის გამოყენების: გარეცხილი ლიმონი უნდა გავყინოთ. საკვების მომზადებისას, ვამატებთ ცოტაოდენ გაყინულ ცედრას სალათებში, წვნიანში, თევზისგან დამზადებულ საკვებში და მრავალ სხვა საკვებში. დიეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ ცოტაოდენი გახეხილი კანის დამატებას თბილ ჩაიში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ლიმონი კარგად გაირეცხოს, ამისათვის შეგიძლიათ 15 წუთით მოათავსოთ ვაშლის ძმარში, რათა მოსცილდეს ქიმიური ნივთიერებები. 1673 1-ს მოსწონს 1-ს არა
|