სასარგებლო პროდუქტები 10 ყველაზე უცნაური ბოსტნეული 2013, 27 აგვისტო, 10:33 ჩვენ მიჩვეული ვართ ბოსტნეულს და ხილს ისეთებს, როგორიც მხოლოდ ჩვენში არის გავრცელებული და ზოგიერთს რომლებიც უცხოეთიდან შემოაქვთ... ჩვენ მიჩვეული ვართ მათ ფერსა და ფორმას... მაგრამ ბუნებაში არსებობს უამრავი სხვა პროდუქტი, რომელთა არსებობის შესახებ არც კი გაგვიგონია და ნახვის შემდეგაც კი ძნელად დავიჯერებთ მათი არსებობის შესახებ. ფაქტიურად კი პროდუქტებს, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, არ არის იშვიათი სახეობები. ისინი ისევე არის გავრცელებული, როგორც ჩვეულებრივი პომიდორი, კიტრი და კარტოფილი. უბრალოდ ისინი შეაქვთ მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც კანონით დაშვებულია მსგავსი პროდუქტების გავრცელება. ეს ბოსტნეული არ არის ანომალია და მითუმეტეს არ წარმოადგენს მომწამვლელ ნივთიერებებს. მათი გამოყენება თავისუფლად შეიძლება საკვებად, ისევე როგორც ჩვენში გავრცელებული ბოსტნეულის. 1. აკრძალული ბრინჯი-მომზადების შემდეგ ეს ბრინჯი იღებს ისეთ შეფერილობას, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები. ის ძალიან მდიდარია ვიტამინებით და თხილის გემო დაკრავს. დღემდე გაუგებარია რატომ დაარქვეს მას "აკრძალული", მაგრამ მეცნიერების ვარაუდით ძველ დროში ამ ბრინჯის მირთმევა, მხოლოდ მეფეთა ოჯახისთვის იყო შესაძლებელი. 2.საზამთროს ჭარხალი-ეს არის საკმაოდ დიდი ნაყოფი, რომელიც შიგნიდან საზამთროს მოგვაგონებს, მაგრამ გემოთი სრულიად არ გავს საზამთროს, არამედ პირიქით იგი ძალიან მწარეა, მაგრამ ვიტამინებით მდიდარია. 3.Vi-bi (პატარა გოგრა)-თავისი ოდნავ მოტკბო გემოს გამო ძალიან პოპულარულია ზოგიერთ ქვეყნაში. განსაკუთრები იგი უყვართ მოზარდებს. ასევე მას შესანიშნავად იყენებენ Halloween-ზე. 4.შოკოლადის წიწაკა-ძალიან ტკბილი და გემრიელი წიწაკა, რომელიც ამერიკაშია გავრცელებული. 5.თეთრი იაპონური კვერცხისებური ბადრიჯანი-არც თუ ისეთი პოპულარულია, როგორც ჩვეულებრივი ბადრიჯანი, მაგრამ იძლევა ძალიან დიდ მოსავალს. 6.იასამნიფერი ყვავილოვანი კომბოსტო-იგი მხოლოდ ფერით არის განსხვავებული და მისგან იგივე სადილების მომზადება შეიძლება, როგორც ჩვეულებრივი ყვავილოვანი კომბოსტოსგან. ერთადერთი იმით განსხვავდება, რომ იგი გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. 7. ოქროსფერი ყაბაყი-იგი განსხვავებულია ფერით, აქვს ნაკლები თესლი და მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სახით, თუნდაც მოუმზადებელი 8.Patisson-ეს სასიამოვნო გემოს მქონე ერთგვარი გოგრაა. 9. Hopi (ლურჯი სიმინდი)-ძველ დროში ამ სიმინდის მოშენებას მისდევდა ტომი, სახელწოდებით Hopi და ამის გამო დაერქვა მას ეს სახელი. იგი თავისი ფერი გამო არის საყურადღებო და გარდა ამისა თხილის გემოც დაკრავს. 10.იისფერი კარტოფილი-თავისი ფერით იგი ძალიან გასაოცარია. თუმცა ჩვეულებრივი კარტოფილისგან არაფრით არ განსხვავდება, იგივე გემო აქვს 430 3-ს მოსწონს
|