კულტურა "ანჯელინამ ჯოჯოხეთის კარი გააღო!"- რატომ დაშორდნენ ერთმანეთს ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი. 2016, 21 სექტემბერი, 13:36 მსოფლიოს ვარსკვლავები, საუკუნის ყველაზე ლამაზი წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს დაშორდნენ. 10 წლიანი ურთიერთობისა და ორწლიანი ოფიციალური ქორწინების შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა. ანჯელინას და ბრედს სამი ნაშვილები და სამი საკუთარი შვილი ჰყავთ. განცხადებაში ანჯელინა ჯოლი გაყრის მიზეზად მეუღლესთან დაპირისპირებას ასახელებს, თუმცა რეალურ მიზეზებზე მსოფლიო მედია დიდიხანია საუბრობს და ბრედ პიტის მხრიდან ღალატს ასახელებს მსახიობ მარიონ კოტიარისთან, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ბრედისგან ფეხმძიმედ არის. როგორც ჯოლის ადვოკატი აცხადებს, ანჯელინა უკმაყოფილო იყო ბრედის მიერ ბავშვების აღზრდის მეთოდით. მან მოითხოვა სასამართლოსგან რომ ბავშვებზე მეურვეობა ანჯელინას გადაეცეს და გაყრის თარიღად 15 სექტემბერი დაასახელა. ანჯელინა მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლესგან ითხოვს რომ ექვსივე შვილი მასთან დარჩეს საცხოვრებლად, იგი არ იქნება წინააღმდეგი რომ ბრედ პიტმა მოინახულოს შვილები და ისევ მათ მეურვედ დარჩეს. ასევე იურისტმა აღნიშნა, რომ განქორწინების მიზეზად მესამე პირი არ მოიაზრება. ბრედ პიტის განცხადებით, იგი ძალიან წუხს განქორწინების გამო, მაგრამ პირველ ადგილზე ბავშვების ინტერესებს აყენებს: "მე ძალიან ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ ახლა მთავარი ჩვენი შვილების კეთილდღეობაა." ბრედ პიტიმა ასევე თხოვნით მიმართა პრესას, რომ ასეთ მძიმე წუთებში ნუ შეაწუხებენ მათ. "ის რომ ანჯელინამ ჩვენი განქორწინება გახადა საჯარო და მანიპულირებს ბავშვებით, პაპარაცებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ინადირონ ჩვენს ოჯახზე, რის შედეგადაც დაზარალდებიან ბავშვები. ანჯელინამ ჯოჯოხეთის კარი გააღო!"-განაცხადა ბრედმა მედია პორტალ tmz-სთან ინტერვიუში. 933 2-ს მოსწონს 1-ს არა
|