ფოტოგრაფია შიშველი მოცეკვავეების 19 ფოტო, რომლებიც გიჟურ ენერგიას ასხივებენ 2016, 20 სექტემბერი, 22:49 ამერიკელი ფოტოგრაფისთვის, ჰოვარდ შატცისთვის ფოტოგრაფია -ეს უბრალო გართობა კი არა, ყოვლისმომცველი ვნებაა. შატცის ფოტოინტერესი ვრცელდება ძირითადად სპორცმენებზე, მოდელებზე, შოუ ბიზნესის ვარსკვლავებზე და მოცეკვავეებზე. შატცის ამ დინამიური ფოტოპროექტის ცენტრშია ცეკვების მიმართ სიყვარული. „მე მსურს ვიცქირო კამერის ობიექტივში და შემიყვარდეს ის, რასაც იქ ვხედავ: მინდა ვიყურო ობიექტივში და დავინახო ის, რაც აქამდე არ მინახავს“, _ ამბობს შატცი. ყველაფერი, რასაც აკეთებს ეს ნიჭიერი ამერიკელი, თავიდან ბოლომდე ასხივებს თავისი საქმისადმი სიყვარულს. ეს არის გიჟური ენერგეტიკა, გრძნობების ქარიშხალი და დრაივი! არ გჯერა? თავად დარწმუნდი. ამჟამად ფოტოგრაფი ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში რასაც არ უნდა მოჰკიდოს ხელი შატცმა, ის მას აკეთებს სასწაულის ბავშვური მოლოდინით. ჰოვარდ შატცი თავის მოდელებში ხედავს არა მარტო სხეულის სილამაზეს, არამედ სულის სითბოსაც. შატცი მუშაობს ფოტოსტუდიაში მანჰეტენზე თავის ცოლთან, ბევერლი ორნშტეინთან ერთად, რომელიც ასევე მისი ბიზნეს პარტნიორიცაა. ამ პროექტით გამსჭვალული ხვდები, რომ ცეკვას შეუძლია ადამიანის სხეულის არასრულყოფილება იდეალური გახადოს. შენც გიჩნდება სურვილი ჩაერთო ცეკვაში! რამდენად უნიკალურია თითოეული ადამიანი!ანატომიის სპეციფიკა, კუნთების განუმეორებელი სურათი, გრძნობების ინდივიდუალური ნაკრები. ამერიკელმა ფოტოგრაფმა მშვენივრად გაართვა თავი თავის ამოცანას. თუ ამ შედევრებმა შეძლო შენი დაინტერესება, გაუზიარე ისინი ხელოვნების სხვა მოყვარულებს. 3159 14-ს მოსწონს
|