ტენდენციები სეზონის ტენდენცია - კომბინეზონები 2012, 7 ივნისი, 10:44 დიზაინერთა კოლექციებში მრავლად იყო წარმოდგენილი კომბინეზონები ნებისმიერი გემოვნების ქალბატონებისთვის.
თეთრი, ნახატებიანი და ამოჭრილი, გამჭვირვალე და კლასიკური სტილის, სპორტული და სამუშაო, მოცულობითი და მოხერხებული, კაშკაშა ფერებში და სადა...
მოდურმა ბრენდებმა მიმდინარე სეზონისთვის მოცულობითი კომბინეზონების მეტად საინტერესო მოდელები წარმოადგინეს.
Dsquared2; Martin Grant Mulberry; Issey Miyake თეთრი ფერი აქტუალურია ნებისმიერი სამოსის, მათ შორის კომბინეზონებისთვისაც და იდეალური ვარიანტია ზაფხულისთვის. Jean Paul Gaultier; Kimberlet Ovitz კლასიკური კომბინეზონები არასდროს გადადის მოდიდან მარტივი მინიმალისტური კომბინეზონი მცირე დეტალებით და კლასიკური თარგით მომგებიანი არჩევანია. Emanuel Ungaro;Julien Mcdonald სპორტული სტილის კომბინეზონები შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც თავისუფალი, ასევე ტანზე მომდგარი თარგით, თუმცა მისი აუცილებელი ატრიბუტი ელვაშესაკრავი, ქამარი, ჯიბეები გახლავთ. Felipe Oliveira Baptista; Y3 სამუშაო სტილის კომბინეზონები თავისუფალი და მოხერხებული სამოსის მოყვარულებს დააინტერესებს. Jeremy Laing; Jean pierre Braganza გამჭვირვალე ქსოვილები 2012 წლის ტენდენცია გახლავთ- აირჩიეთ სრულიად გამჭვირვალე, ნახევრად გამჭვირვალე, ან გამჭვირვალე დეტალებით გაფორმებული კომბინეზონი. Ann Demeulemeester; Haider Ackerman მრავალგვარი ჭრილები, ნახატები ასევე ამშვენებს კომბინიზონებს. კაშკაშა სამოსით კი გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობთ და ზაფხულის შესაბამის განწყობასაც შეიქმნით. Diane von Furstenberg; Adam Haider Ackerman; Iceberg Salvatore Ferragamo; Tibi Salvatore Ferragamo; Yigal Azrouel 112 2-ს მოსწონს
|