ჯანმრთელი კვება 10 საიდუმლო ხრიკი, რომელიც სამზარეულოში ყოფნას გაგიმარტივებთ 2016, 20 სექტემბერი, 10:21 იმისთვის რომ სამზარეულოში ყოფნა და საჭმლის კეთება გაიმარტივოთ არსებობს სხვადასხვა არაჩვეულებრივი ხერხი, რომელიც უფრო ადვილსა და სახალისოს გახდის სამზარეულოში ტრიალს. 1) იმისათვის რომ წვენი ლიმნიდან ბოლომდე გამოწუროთ საჭიროა ჯერ თავად ლიმონი დასრისოთ ხელით. 2) თუ გსურთ რომ ღვინო დიდი ხნით იყოს ცივი ამოსათვის საჭიროა მასში რამდენიმე გაყინული ყურძენი ჩააგდოთ. 3) ჯინჯერს ადვილად გაფცქვნით თუ ხის კოვზს გამოიყენებთ. 4) კვერცხი არაჩვეულებრივად იხარშება თუ მას 15 წუთით 160 გრადუსზე შევდებთ ღუმელში. 5) თევზი რომ არომატული და ნაკლებად მძაფრ სუნიანი იყოს დადეთ გრილზე რამდენიმე ლიმონი. 6) დაადეთ ქვაბს ზემოდან ხის ჯოხი და წყალი არასოდეს არ გადმოვა 7) იმისთვის რომ ნაყინი ძალიან არ გაიყინოს მოათავსეთ ის პოლიეთილენის პარკში. 8)კვერცხი ახალია თუ ძველი? ამის გაგება მარტივად შეგიძლიათ, ჩაყარეთ ის წყალში და ძველი ამოტივტივდება. 9) თუ გინდათ კრისტალისმაგვარი ყინულის კუბი გააკეთოთ ფორმაში ადუღებული და შემდეგ გაციებული წყალი ჩაასხით. 10) ნიორს ადვილად გაფცქვნით თუ მას პლასტმასის ჯამში ჩაყრით და კარგად შეანჯღრევთ. 5094 3-ს მოსწონს 1-ს არა
|