x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"პედარასტების საზოგადოება"-როგორ ებრძოდა სტალინი ცისფერებს

image

1933 წლის 15 სექტემბერს ჰენრიხ იაგოდამ სტალინს აცნობა, რომ ლენინგრადში აღმოაჩინდა "პედარასტების საზოგადოება".სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ გამოავლინა რამდენიმე პედარასტების დაჯგუფება, "რომლებმაც შექმნეს სალონების ქსელი, თავშესაფარი და სხვა ორგანიზებული ფორმირებები, იმისთვის, რომ მომავალში ეს გაერთიანებები გადაქცეულიყვნენ ჯაშუშურ ბუდედ."


საქმეზე დააკავეს 130 ადამიანი.ამ დღის შემდეგ ერთსქესიანთა სიყვარული საბჭოთა კავშირში რეპრესიების ქვეშ მოყვა.


იაგოდას განმარტებით, -" სწორედ "ჩაკეტილობა" ეხმარებოდა პედარასტებს კონსპირაციულობის შენარჩუნებაში, იმისთვის, რომ განეხორციელებენინათ კონტრრევოლუციური ქმედებები.ამასთანავე მათი მიზანი იყო გადაებირებინათ ახალი თაობა.მშრომელ ახალგაზრდობას "ითრევდნენ" "ცისფერი ოცნებებით" თავისუფლებაზე, ყოველგვარი კანონების გვერდის ავლით, შემდეგ კი პოლიტიკურად ხრწნიდნენ."


image

კარჩაკეტილი ჰომოსექსუალური კლუბები შესაძლოა უფრო შირმა იყო და მიზეზი, იმისთვის, რომ კომისრების მიმართ შიდა პოლიტიკური ინტრიგები წამოეწყოთ.სინამდვილეში არც არვინ დაინტერესებულა რა ხდებოდა შიგნით გეი-კლუბებში.


იაგოდას წერილს სტალინმა შემდეგი რეზოლუცია დაადო:"აუცილებელია ეს არამზადები სამაგალითოდ დაისაჯონ, ხოლო კანონმდებლობაში შევიტანოთ შესაბამისი სახელმძღვანელო გადაწყვეტილება."

image


რეზოულუციიდან სულ რაღაც სამ თვეში იაგოდამ კრემლში გააგზავნა მოხსენება შესრულებული სამუშაოს შესახებ:"ლიკვიდირებულია პედარასტების გაერთიანებები მოსკოვში და ლენინგრადში.ს.პ.ს.-მ დაადგინა:1)სალონების და თავშესაფრების არსებობა, სადაც ეწყობოდა ორგიები.2)პედარასტები ახდენდნენ ჯანმრთელი ახალგაზრდობის გადაბირებას და გარყვნას.მათ შორის წითელარმიელებს, წითელფლოტელებს და ცალკეული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს.

კანონი, რომელმაც პასუხისგებაში უნდა მისცეს პედარასტები არ გვაქვს.ვფიქრობ, რომ აუცილებელია მივიღოთ სისხლის სამართლის შესაბამისი კანონი პედარასტებზე."


ერთადერთი ვინც კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა, ეს იყო მიხეილ კალინინი.მისი აზრით პედარასტები სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ, თუმცა კანონის მიღება არამიზანშეწონილად მიაჩნდა.

image

თუმცა კანონი მაინც მიიღეს.თან საკმაოდ შეფარული და მოხერხებული იყო.მაშინ ხომ უმიზეზოდ იჭერდნენ "სხვაგავარად მოაზროვნენს"..ამიტომ ვინმეს დაკავება და მისთვის "პედარასტის იარლიყის" მიწებება მარტივი გამოსავალი იყო.კანონი 5-იდან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

image


დაიწყო რეპრესიები.ერთ-ერთი პირველი "გამოტყდა" ჩიჩერინის თანამოაზრე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის მმართველი პროტოკოლის განხრით დიმიტრი ფლორინსკი.გამოძიების მსვლელობის დროს მან "აღიარა", რომ გერმანიის დაქირავებულ ჯაშუშად მუშაობდა.

image

სხვა დაკავებულების სიაშიც უბრალო მუშებს ვერ შეხვდებოდით.დედაქალაქის ჰომოსექსუალების სიაში ძირითადად მწერლები, ჟურნალისტები.მეცნიერები და მსახიობები იყვნენ.


მალევე მამათმავლობის კანონის მიღების შემდეგ სტალინს წერილი მისწერა ბრიტანელმა კომუნისტმა ჰარი ო'უაიტმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა და გაზეთ "Moscow Daily News"-ში მუშაობდა.წერილში ნათქვამი იყო, რომ კანონმა შესაძლოა მწვავე უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს დასავლეთ ევროპის მემარცხენე ძალებში.


სტალინმა წაიკითხა წერილი და მიაწერა:"არქივში.იდიოტი და დეგენერატია"..ცოტა ხანში ო'უაიტი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს.

image


იაგოდამ მხოლოდ ლენინგრადის ბალეტი დაინდო, სადაც მართლაც საკმაოდ ბევრი არატრადიციული ორიენტაციის მსახიობი მუშაობდა.

image

1936 წელს იუსტიციის ნარკომმა ნიკოლაი კრილენკომ დაადგინა, რომ ჰეომოსექსუალიზმი "ეს არის ექსპულატატორთა კლასის გახრწნის პროდუქტი, რომლებმაც აღარ იციან რა გააკეთონ."


მთლიანად საბჭოთა კავშირის ისტორიის მანძილზე 1934 წლის 7 მარტიდან მოყოლებული გასამართლდა 60 000 გეი, მათი უმეტესობა შრომით ბანაკებში გადაასახლეს.


6
5287
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5287
  
5 ივნისი, 22:02
ეს და მის მეგობრებს დაევალათ. სამწუხაროდ ანდრე ჟიდი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც არატრადიციული ორიენტაციის პიროვნება გამოდგა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოაქვეყნა წერილი სადაც ამხელდა ტიციან ტაბიძეს და სხვებს ანტისაბჭოთა დამოკიდებულებაში, რამაც ბუნებრივია გამოიწვია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაინტერესება და ტიციან ტაბიძეზე აღიძრა საქმე. ამ მოვლენებს პაოლო იაშვილმა მიუძღვნა ლექსი: ანდრე ჟიდს, მოღალატეს.
ანდრე ჟიდის სტუმრობის პარალერულად იაგოდას დაჯგუფების ერთერთი ლიდერი კრილენკო, გამოდიოდა ჰომოფობიური განცხადებებით.

საბოლოოდ ამ ისტორიის დასკვნად ალბათ გამოდგება ის, რომ 1936 წელს იაგოდა, კრილენკო და მათი დაჯგუფების უმეტესობა სტალინის ბრძანებით დააპატიმრეს ანტისახემმწიფოებრივი მოღვაწეობისა და საზოგადოებაში შუღლის გაღვივების მუხლით და მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა: სიკვდილით დასჯა (განსხვავებით მათი დევნის ობიექტებისგან). იმ პერიოდის ერთგვარი შავი იუმორიც იყო, რომ სიკვდილის წინ იაგოდა თანახმა იყო დახვრეტის ნაცვლად მამათმავლობაზე:)
5 ივნისი, 21:59
სტატია ბოლომდე არ წამიკითხავს მაგრამ დასაწყისშივე ცხადია, რომ დემაგოგიური ხასიათისაა, სტალინის მაღალი პოლიტიკური (თუმცა საკამათო პიროვნული) რეიტინგი, გარკვეულ ძალებს (შეგვიძლია ვუწოდოთ კონსერვატორები) რატომღაც უნდათ, რომ სათავისოდ გამოიყენონ და მსოფლიოში გაბატონებული მეორე ძალაც (შეგვიძლია ვუწოდოთ ლიბერალები) არაა დიდად წინააღმდეგი ამის.

სინამდვილეში ეს ისტორია არის აბსოლიტურად პირიქით: იაგოდამ და მისმა კლანმა, რომლებიც სოციალისტურ პარტიაში ჩანერგილი კონსერვატიული გადმონაშთები იყვნენ (მსგავსი ძალებით სავსე იყო სოციალისტური პარტია და პორდაპირ თუ ირიბად ყველანი ტროცკისტულ იდეებს ემსახურებოდნენ), მოამზადეს ინიციატივა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებთან საბრძოლველად, ეს ინიციატივა სტალინმა დაბლოკა შემდეგი მოტივით: სახელმწიფოებრივი ინტერესების არქონა. ამის შემდეგ ხსენებული იაგოდას დაჯგუფების მიერ მოხდა თავისივე ინიციატივისთვის პოლიტიკური ელფერის მინიჭება, მათ დაიწყეს არატრადიციული ორიენტაციის პირებში ანტისოციალისტურად განწყობილი პირების მოძიება, ეჭვი არაა რომ ასეთი პირები მართლაც იქნებოდნენ ამ სოციუმში, მოახდინეს ბრალდებების განვრცობა სხვა პირებზეც, ჩვენ ენაზე, რომ ვთქვათ შეკერეს საქმე და უკვე სტალინს წარუდგინეს როგორც ანტისახემწიფოებრივი შეთქმულება და ამის ხარჯზე მიაღწიეს ამ პირების მიმართ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ქმედებების გატარებას, თუმცა სტალინის დავალებით მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო, რომ საქმის წარმოება არ მომხდარიყო ხელოვნების წარმომადგენლების მიმართ და მხოლოდ პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ თანამდებობის პირებს შეხებოდათ. უნდა ავღნიშნოთ, რომ ძირითადად ეს აქტივობა შემოიფარგლა გადასახლებებით და სასჯელის უმაღლესი ზომა თითქმის არ იქნა გამოყენებული.

მოგვიანებით სტალინმა მიიღო კრიტიკა დასავლეთიდან ჩადენილ რეპრესიებზე, ცნობილმა ფრანგმა არატრადიციული ორიენტაციის მქონე მწერალმა ანდრე ჟიდიმ გამოთქვა სურვილი საბჭოთა კავშირში სტუმრობის და სიტუაციის გაცნობის. სტალინმა არათუ ნება დართო ჟიდს ჩამოსვლისა, არამედ დაუგეგმა რამდენიმეკვირიანი ტურები საბჭოთა კავშირში, კერძოდ მოსკოვში, ლენინგრადში და საქართველოში. უშუალოდ საქართველოში ანდრე ჟიდის მასპინძლობა ტიციან ტაბიძ
2022, 31 იანვარი, 0:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 20 სექტემბერი, 15:19
ჰერმაფროდიტი
2016, 20 სექტემბერი, 15:13
ნეტა ანლაიქა რა ორიენტაციისაა? :)))
0 1 6