x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა მერაბ ბერძენიშვილი

image

87 წლის ასაკში გარდაიცვალა თვალსაჩინო ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი.


დაიბადა 1929 წლის 10 ივნისს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი).ძირითადად მუშაობდა მონუმენტური ქანდაკების დარგში.


გამორჩეული ნამუშევრები:



“რუსთაველი” (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), “რუსთაველი” (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია);, ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია);

image

მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა" (ბრინჯაო, 1971, თბილისი), "კიდევაც დაიზრდებიან..." (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური "მარჯანიშვილი").

image

წარმატებით მუშაობდა გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებდა წიგნებს, დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს.


1965 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება, ხოლო 1975 წელს რუსთაველის პრემიის ლაურეატი გახდა.1976 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.


image

image


0
342
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0