სხვა დაკარგული მის ვიცე-მოსკოვი ქალწულობას დუბაიში 800 ათას რუბლად ყიდის 2016, 16 სექტემბერი, 17:34 პოლიციას მიმართა 17 წლის მის ვიცე-მოსკოვი 2016-ის დედამ, რომელმაც ქალიშვილის დაკარგვის შესახებ განცხადება გააკეთა.როგორც გაირკვა გოგონა დუბაიში გაემგზავრა, ამის შემდეგ მშობლებმა მის შესახებ არაფერი იცოდნენ, კონტაქტზე არ გამოდიოდა. ანა ფეშენკო 28 აგვისტოს გაემგზავრა დასასვენებლად დუბაიში.არასრულწლოვანს წესით სრულწლოვანი ადამიანი უნდა ახლდეს გვერდზე, ამისთვის გოგონამ თავის 19 წლის დაქალი, ეკატერინე აირჩია, იუწყება Life-ი. ეკატერინე 1 სექტემბერს დაბრუნდა არაბეთის გაერთიანებული საემიროდან, ანა ფეშენკო იქ დარჩა.როგორც გოგონამ განაცხადა ფეშენკომ უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე.14 სექტემბერს მშობლებმა განცხადება შეიტანეს პოლიციაში. აი რა ამბავი მოჰყვა ეკატერინემ:"ორი დღე დუბაიში ჩვეულებრივ ვისვენებდით, დავდიოდით ზღვაზე, ვბანაობდით აუზში..დავდიოდით მაღაზიებში.მაგრამ მესამე დღეს ანიამ გამიმხილა აქ ჩამოსვლის ნამდვილი მიზანი.მან მითხრა, რომ აპირებს გაყიდოს ქალწულობა 800 ათას რუბლად, (დაახლოებით 10 000$)იმისთვის რომ სწავლის ფული მოაგროვოს.იგი აპირებდა ექსკორტ-მომსახურეობას. სასტიკად გავბრაზდი და განვუცხადე ანას, რომ აქ დარჩენას აღარ ვაპირებდი, იგი მეხვეწებოდა დარჩენას, მაგრამ მე კატეგორიულად უარზე ვიყავი და ვუთხარი, რომ ასეთი სამუშაო არ მჭირდებოდა...მალე მშობლებს დავურეკე, ჩამოვიდნენ და წამომიყვანეს." ანა იქ დარჩა, როგორც სამართალდამცავებმა გაარკვიეს, ამჟამად ანა დუბაიში კერძო ბინაში ორ გოგონასთან ერთად ცხოვრობს და ესკორტ-მომსახურეობით არის დაკავებული ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მდიდარ კლიენტებს სექსუალურ მომსახურეობას უწევს. გოგონა როგორც იქნა დაუკავშირდა მშობლებს, უთხრა, რომ თვითმფრინავის ბილეთი აღებული აქვს და მალე უკან დაბრუნდება. "ყოველდღე გვეუბნება, რომ ბილეთი აღებული აქვს და უკან ბრუნდება, ვგრძნობ, რომ გვატყუებს."-აცხადებს ანას დედა. 1533 8-ს მოსწონს 1-ს არა
|