კულტურა ავარიაში დაღუპული გოგონას უკანასკნელმა სიტყვებმა მსოფლიო შეძრა 2016, 16 სექტემბერი, 12:39 "წვეულებაზე მივედი და გამახსენდა, როგორ დამარიგე, ალკოჰოლი არ მიმეღო! მთელი საღამო წვენს ვსვამდი. შენ მითხარი, რომ ამაყობდი ჩემით და მეც ამაყი ვიყავი საკუთარი თავით. მეუბნებოდი, რომ არ შეიძლებოდა ნასვამი საჭესთან ჯდომა. თუმცა ჩემი მეობრები ყოველთვის საწინააღმდეგოს აკეთებდნენ. შენ, როგორც ყოველთვის, მართალი იყავი. როცა წვეულება სრულდება, აღარავინ ფიქრობს იმაზე, დალია თუ არა. მე მართლა მშვიდად წავედი მანქანისკენ -დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი. "ბიჭი, რომელიც ავარიის მიზეზი გახდა, ძალიან მთვრალი იყო" - ეს სიტყვები პოლიციის ოფიცრისგან გავიგონე. მაგრამ უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობდი, ჩემს ირგვლივ სისხლის გუბე იდგა... ჩემი სისხლის! დედიკო, ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შენ არ იტირო! "გოგო კვდება" - ყვიროდნენ ექიმები. ერთმა ბიჭმა გადაწყვიტა დამთვრალიყო და მანქანა მთელი სიჩქარით გაექროლებინა, შედეგად კი მე უნდა მოვკვდე! დედიკო, ვერაფრით გადმოგცემ რას ვგრძნობ ამ წუთში: მგონია, რომ ასობით დანა მსერავს. უნდა მოვკვდე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა ნასვამი დამჯდარიყო საჭესთან? დედიკო, გთხოვ, ნუ შეგეცოდები. ჩემს დასაც უთხარი, რომ არ იტიროს, მამიკო კი ძლიერი იყოს. მე ზეცაში მივფრინავ. იქიდან ვიზრუნებ თქვენზე. იქნებ იმ ბიჭს არავინ ასწავლა, რომ საჭესთან მთვრალი არ უნდა დამჯდარიყო. შენ კი მასწავლიდი - და მართალი იყავი. დედიკო, ვგრძნობ, რომ სუნთქვა მისუსტდება. სასოწარკვეთილი ვარ. ეს ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი წამებია: მინდა, რომ ჩემთან იყო. მინდა შენი ხელი მეჭიროს, სანამ მოვკვდები! მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ. მშვიდობით, დედიკო!". სანამ გოგონა კვდებოდა, ჟურნალისტი, რომელიც ავტოკატასტროფის შემსწრე გახდა, იწერდა მის უკანასკნელ სიტყვებს. მოგვიანებით ამავე ჟურნალისტმა საჭესთან ნასვამი ჯდომის წინააღდეგ კამპანია დაიწყო. ეს გოგონა მხოლოდ ერთია იმ ათასობით ადამიანიდან, რომლებიც ყოველწლიურად იღუპება ავტოკატასტროფების შედეგად. 14937 10-ს მოსწონს 1-ს არა
|