სიახლეები როგორ მოვიხსნათ ფეხებიდან დაღლილობის შეგრძნება, მარტივი და ეფექტური სავარჯიშოები ფეხებისათვის 2016, 16 სექტემბერი, 11:15 მთელი დღის მანძილზე სამსახურსა თუ სახლში ხშირად გვიწევს ფეხზე დგომა და
ამ ყველაფერს უკომფორტო ფეხსაცმელიც ემატება, რომელიც უფრო მეტად უქმნის ფეხებს დაღლილობისა და დისკომფორტის შეგრძნებას იმისათვის რომ ფეხებსა და ფეხის კუნთები ტკივილისა და დაღლილობისგან გავანთავისუფლოთ საჭიროა რამდენიმე ვარჯიში ჩაიტაროთ.
1) ვარჯიში ტენისის ბურთით
ტენისის ბურთს დაადეთ ტერფი და ამოძრავეთ ტერფის ქვეშ მოქცეული ბურთი.
2) თითების ვარჯიში როდესაც ფეხსაცმელს გაიხდით ფეხის დიდი თითი ამოძრავეთ მხოლოდ დანარჩენი თითები არ გაამოძრაოთ. შემდეგ კი ნელ-ნელა სხვა თითებიც ამოძრავეთ. 3)ფეხის თითები კარგად დაჭიმეთ და ხელით დაიმუშავეთ 4) სკამზე ლენტი დაამაგრეთ, მეორე თავი თავად თქვენ დაიმაგრეთ შემდეგ ფეხი ამოძრავეთ წინ და უკან ისე რომ კუნთები კარგად დაჭიმოთ 5) დაადეგით შიშველი ფეხებით რიყის ქვებს და იარეთ რამდენიმე წუთი. 194 2-ს მოსწონს 1-ს არა
|