საზოგადოება
გოგონა მშობლებს Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოების გამო უჩივის
2016, 16 სექტემბერი, 11:01
ავსტრიელი 18 წლის თინეიჯერი გოგონა მშობლებს სასამართლოში უჩივის ფეისბუქზე მისი ბავშვობის დროინდელი ფოტოების დადებისთვის.
ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს. სტატიაშჳ ნათქვამია, რომ გოგონა უჩივის თავის მშობლებს და მოითხოვს ფეისბუქიდან აიღონ მისი ფოტოები. გამოცემის ცნობით, მსგავსი შემთხვევა ავსტრიაში პირველი შემთხვევაა.
18 წლის გოგონა, რომლის ვიანობასაც არ ასახელებსნ, ამბობს, რომ სურათები იყო უხერხული და დაარღვია მისი კონფიდენციალურობა.
გოგონას თქმით, მან არაერთხელ სთხოვა მშობლებს აეღოთ 500-ზე მეტი სურათები მათი ფეისბუქიდაბ მაგრამ მათ უარი განაცხადეს. ამიტომ მან გადაწყვიტა მიიღოს სამართლებრივი ქმედება.