მსოფლიო ყავა ”ამერიკანოს” ”რუსიანო” უნდა ვუწოდოთ - რა ინიციატივით გამოვიდა დიმიტრი მედვედევი 2016, 18 ნოემბერი, 9:42 რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ინიციატივით გამოდის, რომ ყავა ამერიკანოს „რუსიანო“ დაერქვას. როგორც RIA Novosti იუწყება, ამის შესახებ მედვედევმა ”ევრაზიული კავშირის” სხდომაზე იხუმრა. „ამბობენ, ”ამერიკანო” მომაწოდეთ. ეს ძალიან არაპოლიტკორექტულად ჟღერს! მოდით ”ამერიკანოს” სახელი შევუცვალოთ და „რუსიანო” დავარქვათ” - განაცხადა მედვედევმა. ცნობისთვის 2014 წლის ნოემბერში, ანექსირებულ ყირიმში, ზოგიერთმა კაფემ ”ამერიკანოს” სახელი შეუცვალა და „რუსიანო“ და „ყირიმული“ უწოდა. 60 შეფასება არ არის
|