ესკალატორი - მოძრავი საფეხურების ისტორია და საინტერესო ფაქტები
2016, 16 სექტემბერი, 10:36
მსოფლიოში პირველი ესკალატორი ამერიკელმა გამომგონებელმა ჯესი ვილფორდ რენომ (Jesse Wilford Reno) 1891 წელს გამოიგონა. მისი დაპატენტება მოგვიანებით 1892 წლის 15 მარტს მოხდა.
პირველი ესკალატორი ნიუ იორკში, ბრუკლინის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში - კონი აილენდში 1894 წელს გამოიყენეს.
დღეისათვის ეკალატორი არავის უკვირს და არც მისით გადაადგილება წარმოადგენს უხერხულ მომენტს, თუმცა საინტერესოა მისი მუშაობის სპეციფიკა. შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში მოძიებული ესკალატორის მუშაობა გრაფიკულად.
რაც შეეხება რეკორდებს და ციფრებს - ყველაზე გრძელი ესკალატორი მსოფლიოში პეტერბურგის მეტრო სადგურ «Адмиралтейская»-ზეა დამონტაჟებული.მისი სიგრძე 137.4 მეტრს, სიმაღლე კი 68.7 მეტრს აწევის.
ევროკავშირის მასშტაბით პირველობას არავის უთმობს პრაღის მეტრო სადგურის «NáměstíMíru»-ს სადგური რომლის სიგრძე 87 მეტრს, სიმაღლე კი 43.5 მეტრს აღწევს.
ყველაზე ძველი ესკალატორი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს ნიუ იორკის უნივერმაღში Macy's Herald Square 1927 წლიდან მდებარეობს.
ლონდონში Greenford-ის სადგურზე დღესაც არის შემორჩენილი ესკალატორი, რომელსაც ხის საფეხურები გააჩნია. ის 1947 წელს დამონტაჟდა.