ადმინისტრაციული კანონი ცივი იარაღის შესახებ ანუ შეგვიძლია თუ არა დანის ტარება 2016, 15 სექტემბერი, 9:37 საქართველოში ცივი იარაღის ამ შემთხვევაში დანის ტარება კანონმდებლობით - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181 მუხლის პირველი ნაწილით რეგულირდება.
კანონში წერია რომ ცივი იარაღის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში 1000 ლარით ჯარიმდება.
ეს წესი არ მოქმედებს განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლებ ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, რომელიც ცივი იარაღის ტარებისათვის პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ასე რომ არაფერია დანის ტარებაში მომხიბლავი ;)) ---------------------------------- მუხლი 181.1 . ცივი იარაღის ტარება 1. ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით. შენიშვნა: 1. ეს მუხლი არ ვრცელდება განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლებ ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, რომელიც ცივი იარაღის ტარებისათვის პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის შესაბამისად. 2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით; გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია. 3. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. 4. პირს, რომელსაც აქვს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აგრეთვე აქვს ცივი იარაღის ტარების უფლება. საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1700 - ვებგვერდი, 25.12.2013წ ---------------------------------- მუხლი 238.1. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება 1. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, – ისჯება ჯარიმით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16 4843 შეფასება არ არის |
(თორე სიტყვაზე ბებომ ბაზარში პურის საჭრელი დანა რო იყიდოს ჩადოს ჩანთაში და გააჩერონ მიაჯარიმებენ ცივი იარაღის ტარებისათვის)
ისე ცივი იარაღის განმარტება უნდა გააკეთონ მაგრამ არ აწყობთ
კანონში წერია რომ თუ ცივ იარაღს ატარებ – პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით; თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;
იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია - მაშინ დაშვებულია იარაღის ტარება. შესაბამისად თუ მანქანაში გექნება დანა შენ შეგიძლია უთხრა რომ ის დანიშნულებისამებრ გაქვს, ანუ გჭირდება - მაგალითად შენი პროფესიიდან გამომდინარე, ან გჭირდება მანქანის ტექნიკური დაზიანების დროს მის გასაკეთებლად.
მადლობა